ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო-სამობილიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2014
ძალაში შესვლა 01.04.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,146 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2014 მიღება
01.04.2014 ძალაში შესვლა
01.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი აბესაძე ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო-სამობილიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მერი ბრძანება №14 2014 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო-სამობილიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ქ.თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის, „ქ.თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო- სამობილიზაციო სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 ივნისის №30 ბრძანება, „ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო-სამობილიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ. მუხლი 3🔗 ბრძანება ძალაში შედის 2014 წლის 1 აპრილიდან.ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე დანართი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო-სამობილიზაციო სამასახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო-სამობილიზაციო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო-სამობილიზაციო სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის (შემდგომში - ადმინისტრაცია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას, ქალაქ თბილისის რაიონული გამგეობების (შემდგომში - გამგეობები) სამხედრო განყოფილებათა მიერ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამობილიზაციო საქმიანობის კოორდინაციას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ”  საქართველოს კანონით,  „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ  თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის   №1-1 გადაწყვეტილებით, „ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. თავი II სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები  ა) ადმინისტრაციასა და ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებში (შემდგომში - საქალაქო სამსახურები) სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა; ბ) გამგეობებში და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში მეთოდურ-საკონსულტაციო დახმარების გაწევა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის განხორციელებაზე; გ) ადმინისტრაციასა და საქალაქო სამსახურებში მომუშავე, სამხედროვალდებულ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვიანობის საქმიანობის უზრუნველყოფა; დ) ქალაქ თბილისში გამგეობების სამხედრო განყოფილებების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და მათ სამხედრო სამსახურში გაწვევის საქმიანობის კოორდინაციის  განხორციელება; ე) გამგეობების სამხედრო განყოფილებების მიერ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამობილიზაციო რესურსის (რეზერვის) აღრიცხვის საქმიანობის ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების ადმინისტრირების  უზრუნველყოფა. ვ) ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სამოქალაქო თავდაცვისა და ექსტრემალური სიტუაციებისათვის მზადყოფნისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინირება მუხლი 3🔗.   სამსახურის ძირითადი ფუნქციები ა)  არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა უზრუნველყოფა და კონტროლი; ბ)   ქალაქ თბილისის მერიის განსაკუთრებით მნიშვნელოვან, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებზე დასაშვებ თანამდებობათა ნომენკლატურის შემუშავება. საიდუმლო ცნობებზე დასაშვებ პირთა გაფორმების უზრუნველყოფა, დაშვების გასაფორმებლად მასალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დროულად წარდგენა და დაშვების მოქმედების ვადებზე კონტროლის გაწევა; გ) ქალაქ თბილისის მერიის განსაკუთრებით მნიშნელოვან, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო, შეზღუდული სარგებლობის დოკუმენტებისა და საქმეების, ევაკუაციის გეგმის შემუშავება და ქალაქ თბილისის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) ქალაქ თბილისის მერიის განსაკუთრებით მნიშვნელოვან, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და შეზღუდული სარგებლობის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება და ქალაქ თბილისის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ე) კონკრეტული ინფორმაციისათვის საიდუმლოების ხარისხის განსაზღვრა, საიდუმლოების გრიფის მინიჭების სისწორეზე და ვადების დაცვაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ვ)  ადმინისტრაციასა და საქალაქო სამსახურებში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; ზ) ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების მოსამსახურეებისათვის, საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის საკითხებში კონტროლისა და მეთოდურ-საკონსულტაციო დახმარების გაწევა; თ) ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული პირებისათვის, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა უზრუნველყოფა; ი) ადმინისტრაციასა და საქალაქო სამსახურებში, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა და გამგეობებში აღნიშნული საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და მეთოდურ-საკონსულტაციო დახმარების გაწევა; კ) მშვიდობიან პერიოდსა და ექსტრემალური სიტუაციების დროს, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა უზრუნველყოფის საკითხებში შესაბამის სამსახურებთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში  რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ლ) ადმინისტრაციასა და საქალაქო სამსახურებში მომუშავე რეზერვისტთა და წვევამდელთა აღრიცხვა  დადგენილი წესისა და ფორმის მიხედვით; მ) ქალაქ თბილისზე გათვალისწინებული რესურსის მიხედვით, მოქალაქეთა       სამხედრო  სავალდებულო და სარეზერვო სამსახურში გაწვევის გეგმა-გრაფიკის შემუშავება და რაიონებისათვის გადანაწილება; ნ) მობილიზაციის ან/და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში, მოქალაქეთა გამოძახებისა და შემკრებ პუნქტში მიყვანის ღონისძიებათა უზრუნველყოფის კოორდინაცია და კონტროლი; ო) გამგეობების სამხედრო განყოფილებებისათვის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და მათ სამხედრო სამსახურში გაწვევის საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის გაწევა. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქმიანობის პერიოდულად ადგილზე შესწავლის განხორციელება და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, წინადადებათა ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი უფლებამოსილი პირების წინაშე საკითხის დასმა;          პ) გამგეობების სამხედრო განყოფილებებში დანერგილი, მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცვხაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამობილიზაციო რესურსის (რეზერვის) აღრიცხვის საქმიანობის ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების ადმინისტრირებისა და მონიტორინგის გაწევა. საჭიროების შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი უფლებამოსილი პირების წინაშე საკითხის დასმა სამხედრო განყოფილებებში დასაქმებულ იმ მოსამსახურეთა დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობის შესაბამისობის შესახებ, რომლებიც ვერ ახორციელებენ სამხედრო განყოფილებებზე კანონმდებლობით მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს; ჟ) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, მათი პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამობილიზაციო რესურსის (რეზერვის) აღრიცხვის საქმიანობის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ მიღებული ინფორმაციის  შესაბამისი გამგეობის სამხედრო განყოფილებისათვის  მიკუთვნება;  რ)მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამობილიზაციო რესურსის (რეზერვის) აღრიცხვის საქმიანობის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ქალაქ თბილისში ახლად დარეგისტრირებულ მოქალაქეთა შესაბამისი გამგეობის სამხედრო  განყოფილებისათვის  მიკუთვნება. მუხლი 4🔗.  სამსახურის უფლებები 1. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების მოსამსახურეებისაგან, საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებში არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; ბ) უფლებამოსილი პირის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ადგილზე შეისწავლოს გამგეობებში და ქალაქ თბილისის მერიის იურიდიულ პირებში საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მდგომარეობა და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა ქალაქ თბილისის მერიის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილი პირების წინაშე წარდგენა; გ) ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებიდან, მერიის იურიდიული პირებიდან და სხვა დაწესებულებებიდან მოითხოვოს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების, სამობილიზაციო საქმიანობის, სამოქალაქო თავდაცვისა და ექსტრემალური სიტუაციების მზადყოფნის საქმიანობის  უზრუნველყოფის შესახებ; დ) არსებული წესის (ფორმის) მიხედვით მოითხოვოს საჭირო მასალები, გამგეობების სამხედრო განყოფილებათა მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და მათ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; ე)  სამსახურის ფუნქციათა განხორციელებისათვის, დადგენილი წესით აწარმოოს მიმოწერა გამგეობებთან, საქალაქო სამსახურებთან, მერიის იურიდიულ პირებთან და სხვა დაწესებულებებთან; ვ)  ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების  უფლებამოსილი პირების წინაშე დასვას საკითხი, გამგეობების სამხედრო განყოფილებებში დასაქმებულ იმ მოსამსახურეთა დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობის შესაბამისობის შესახებ, რომლებიც ვერ ახორციელებენ სამხედრო განყოფილებებზე კანონმდებლობით მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს; ზ)   განახორციელოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. თავი III სამსახურის მართვა მუხლი 5🔗.   სამსახურის მართვა 1.სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი. 2.სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქალაქ თბილისის მერისა და  ადმინისტრაციის უფროსის წინაშე. 3.სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და კონტროლს უწევს სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობის განხორციელებას; გ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს, მისი არყოფნის პერიოდში; ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; გ) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების, ქალაქ თბილისის მერიის დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი  7🔗.   დასკვნითი დებულებანი 1. სამსახურის დებულებას ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ყველა ის საკითხი, რომლებსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.