ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №13/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2014
matsne.gov.ge 175 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №13/2014 2014 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის, რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისის განკარგულებით: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე