1. 2021 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.

3. 2021 წლის 1 აპრილამდე დაკავებული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის თანხები, აგრეთვე საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს
2015
წლის
2
აპრილის

კანონი
№3436 –
ვებგვერდი
, 08.04.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №197 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №608 – ვებგვერდი,14.06.2021წ.

თავი VIII. დასკვნითი დებულება