„მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების თაობაზე

მიღების თარიღი 02.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2176-IIს
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2014
matsne.gov.ge 111 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი   ქუთაისი, 2 აპრილი 2014 წ. N2176-IIს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების თაობაზე         საქართველოს პარლამენტი ადგენს:  1. რატიფიცირებულ იქნეს გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს კონვენცია „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“.     2. კონვენციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, მოქალაქეობა ჩამოართვას პირს, რაც გამოიხატება მოქალაქეობის დაკარგვით, როგორც ეს გათვალისწინებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.     3. „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს კონვენციის საქართველოსთვის ძალაში შესვლა არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მინიჭებული მოქალაქეობის აღიარება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი ქუთაისი, 2 აპრილი 2014 წ. N2176-IIს