მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2014
ძალაში შესვლა 10.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №118
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,791 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2014 მიღება
10.05.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი

დოკუმენტის ტექსტი

მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №118 2014 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ტყის კოდექსის 93​1 მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქცია“. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 10 მაისიდან. 3. ბრძანებით დამტკიცებული „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის“ მე-8 მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 20 მაისიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე ინსტრუქცია მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების შესახებ მუხლი 1🔗. ინსტრუქციის რეგულირების სფერო ეს ინსტრუქცია ადგენს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში - ელექტრონული სისტემა)  წარმოების წესს. მუხლი 2🔗. ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება  1. ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას (მართვას) ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული საქართველოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოებისთვის (შემდგომში – მართვის ორგანოები) ელექტრონული სისტემის წარმოებისა და განვითარების მომსახურებას სააგენტო ახორციელებს უსასყიდლოდ. 3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული სისტემის წარმოებისა და განვითარების მომსახურებას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), სააგენტოსთან შეთანხმებით. 4. ელექტრონული სისტემის განვითარებისათვის საჭირო ცვლილებებს ახორციელებს სააგენტო. 5. კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონულ სისტემაში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (შემდგომში – სახერხი საამქრო) მოდულის სრულყოფისა და განვითარებისათვის საჭირო ცვლილებებს ახორციელებს დეპარტამენტი, სააგენტოსთან შეთანხმებით. მუხლი 3🔗. ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა შემტანი და ინფორმაციის წარმდგენი ადმინისტრაციული ორგანოები და სხვა პირები 1. ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანისათვის (მათ შორის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვისთვის) ვალდებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენენ მართვის ორგანოები. 2. ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანისა და წარდგენის (მათ შორის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვის) ვალდებულება აქვთ ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელ­შეკ­რულების მფლობელებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა ხე-ტყითმოსარგებლეებს (შემდგომში – ხე-ტყითმოსარგებლე). 3. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის მიზნით სააგენტოს მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების სა­ფუძველზე განსაზღვრულ სხვა პირ(ებ)ს სააგენტო სერვისის საშუალებით კალენდარული წლის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას ფიზიკური პირის მიერ მერქნული რესურსით სარგებლობის, გასაცემი, გამოყენებული და დარჩენილი რესურსის ოდენობის შესახებ. 4. სახაზინო სამსახური აწვდის ინფორმაციას სააგენტოს მერქნული რესურსით მოსარგებლე პირის ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გადახდის შესახებ. 5. სახერხი საამქროს რეგისტრაციის, კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების ელექტრონულ სისტემაში ასახვისა და წარდგენის ვალდებულება გააჩნიათ სახერხი საამქროს მფლობელებს, კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული ინფორმაციის ასახვის უფლებამოსილება ასევე გააჩნია დეპარტამენტს. მუხლი 4🔗. ელექტრონული სისტემის ზოგადი სტრუქტურა 1. ელექტრონულ სისტემაში შესვლა მართვის ორგანოებისა და დეპარტამენტის უფლებამოსილი მომხმარებლებისთვის ხორციელდება ვებპორტალის საშუალებით მისამართიდან http://ms.anr.ge. 2. ელექტრონული სისტემის საწყისი გვერდი მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს: ა) ტყის რესურსები: ა.ა) ტყეკაფის პასპორტი; ა.ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთი; ა.გ) საძიებო სისტემა. ბ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები; გ) სახერხი საამქრო;   გ.ა) სახერხი საამქრო; გ.ბ) სახერხის საამქროს მართვა; გ.გ) მონიტორინგი; გ.დ) საძიებო სისტემა; დ) ელექტრონული შეტყობინებები; ე) ანგარიშგება. 3. ელექტრონულ სისტემაში შესვლა ხე-ტყითმოსარგებლე და სახერხი საამქროს მფლობელი მომხმარებლებისათვის ხორციელდება ვებპორტალის საშუალებით მისამართიდან http://portal.anr.ge, რომლის საწყისი გვერდი მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს: ა) ბუნებრივი რესურსები; ა.ა) ტყის რესურსი; ა.ა.ა) ტყის რესურსი; ა.ა.ბ) არამარკირებული ხე-ტყის გასხვისება; ა.ბ) სახერხი საამქრო; ა.ბ.ა) სახერხი საამქროს მართვა; ა.ბ.ბ) სახერხი საამქროს რეგისტრაცია;  ა.გ) ელექტრონული შეტყობინებები.  მუხლი 5🔗. ელექტრონული სისტემის წარმოების ზოგადი დებულებები 1. მართვის ორგანოების მიერ ელექტრონულ სისტემაში თავისი კომპეტენციის შესაბამისად  ხორციელდება: ა) ტყეკაფის რეგისტრაცია და მონიშვნის მასალების ასახვა; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტყეკაფის გამოყოფის, გახსნის, დახურვის, გაუქმების  თაობაზე ინფორმაციის ასახვა; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და/ან სპეციალური ფირნიშების თაობაზე ინფორმაციის  ასახვა; დ) გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების მატერიალური დასკანერებული / ელექტრონული ფორმით ატვირთვა; ე) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების მოდულში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და სპეციალური ფირნიშების გაცემის/განაწილების/დაბრუნების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის ასახვა; ვ) ხე-ტყის დამზადების ბილეთების ასახვა. 2. ხე-ტყითმოსარგებლის მიერ ელექტრონული სისტემაში თავისი კომპეტენციის შესაბამისად ხორციელდება: ა) ტყეკაფის რეგისტრაციადა მონიშვნის მასალების ასახვა;   ბ) გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და/ან სპეციალური ფირნიშების თაობაზე ინფორმაციის ასახვა; გ) გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების მატერიალური დასკანერებული / ელექტრონული  ფორმის  ატვირთვა. 3. ტყეკაფის მონიშვნის მასალების ასახვისას ხდება ტყეკაფის რეგისტრაცია და ტყეკაფს ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. 4. სახერხი საამქროს მფლობელების მიერ ელექტრონულ სისტემაში თავისი კომპეტენციის შესაბამისად და დადგენილი წესით  ხორციელდება: ა) სახერხი საამქროს რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მონაცემებში  ცვლილების შეტანა; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღებისა და გადამუშავების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების ასახვა და დეპარტამენტისათვის წარდგენა (გადაგზავნა); 5. დეპარტამენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში თავისი კომპეტენციის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება: ა) სახერხი საამქროს რეგისტრაცია და მასში ცვლილებების შეტანა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღებისა და გადამუშავების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების ასახვა, დადგენილი წესით საკონტროლო ფირნიშების ჩამოწერა, მრგვალი ხე-ტყის სახერხი საამქროს ჟურნალების აღრიცხვა. 6. სახერხი საამქროს რეგისტრაციისას მას ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. 7. ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ ხე-ტყით მოსარგებლის ან სახერხი საამქროს მფლობელისათვის პორტალზე (http://portal.anr.ge) გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება (ტექსტური და/ან დოკუმენტური სახით) ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ გახსნისთანავე და მას გააჩნია იურიდიული ძალა. 8. ელექტრონულ სისტემაში ყველა პროცესი ხორციელდება ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს შესაბამისად. მუხლი 6🔗. ტექნიკური მოთხოვნები 1. ელექტრონული სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის მართვის ორგანოსა და დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომელს, შესაბამის ხე-ტყით მოსარგებლეს და სახერხი საამქროს მფლობელს (შემდგომში - მომხმარებელი) უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური რესურსები: ა) ოპერაციული სისტემა Windows XP – 7 (სასურველია 7); ბ) ინტერნეტი – მინიმუმ 2 მბიტი/წამში;  გ) ვებბრაუზერი – მინიმუმ IE 8.0; დ) MS Silverlight (ბრაუზერის პლაგინი); ე) Net Framework 4.0 . 2. სტანდარტული კომპიუტერი შემდეგი მინიმალური აპარატურული მოთხოვნებით: ა) პროცესორის სიჩქარე –  3 GHZ; ბ) ოპერატიული მეხსიერება – 2Gb; გ) pdf, .xls, .doc, JPEG გაფართოების ფაილების წამკითხველი საშუალება; დ) ეკრანის რეზოლუცია 1280 X 1024 ; ე) ქართული შრიფტი Georgian Unicode Keyboard Driver. მუხლი 7🔗. ელექტრონული სისტემის მომხმარებლის  უფლებები 1. ელექტრონულ სისტემაში მუშაობის მიზნით მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი სახის უფლებები: ა) ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაციის დათვალიერების უფლება; ბ) შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანისა და/ან ატვირთვის უფლება; გ) ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების რედაქტირების უფლება. 2. მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს ერთზე მეტი სახის უფლება. 3. მომხმარებლის ზემოაღნიშნული უფლებები ავტომატურად იზღუდება  მართვის ორგანოსა და დეპარტამენტის, ასევე სამინიტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფლებამოსილი პირების (შემდგომში – სხვა პირების) კომპეტენციების და სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად. ამასთან, ცალკეული მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფების უფლებები (გარდა, ხე-ტყით მოსარგებლის და სახერხი საამქროს მფლობელისა) შესაძლებელია შეიზღუდოს ან გაფართოვდეს ელექტრონული სისტემის ცალკეული მოდულების, ფორმების (ველების) და სამსახურების მიხედვით წარმოდგენილი „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვის“ ფორმის სპეციალური მოთხოვნის შესაბამისად (დანართი 1,2,3,4). 4. საჭიროების შემთხვევაში, „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვის“ ფორმის სპეციალურ მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ავტომატურად მინიჭებულის განგანსხვავებული დაშვება სხვა უწყება/სამსახურის ფარგლებშიდა/ანდაშვების ძირითადი ველების და დაშვების დონის მიხედვით (სრული ყველა სამსახურის ფარგლებში, შეზღუდული – სამსახურის ფარგლებში). 5. მომხმარებლის უფლებებს კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ მართვის ორგანოები,დეპარტამენტი და სხვა პირები და შესაბამის მოთხოვნას წარუდგენენ სააგენტოს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 6. ხე-ტყით მოსარგებლესა და სახერხი საამქროს მფლობელს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის შემდგომ ავტომატურად ენიჭება ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის  შეტანისა და დათვალიერების უფლება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში – მის მიერ შეტანილი ინფორმაციის რედაქტირების უფლება. 7. სააგენტოს შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფის შესაბამის თანამშრომლებს დადგენილი წესით სააგენტოს უფროსის მიერ ენიჭება ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების, ასევე ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ  შემთხვევებში ელექტრონულ სისტემაში  მონაცემების (მათ შორის საცნობარო მონაცემების) რედაქტირების უფლება. მუხლი 8🔗. ელექტრონულ სისტემაში მომხმარებელთა რეგისტრაცია და დაშვება 1. მომხმარებლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისა და სათანადო დაშვების უფლების მინიჭების, შეცვლის და გაუქმების მიზნით, შესაბამისი მართვის ორგანოები, დეპარტამენტი და სხვა პირები წარუდგენენ სააგენტოს წერილობით მიმართვას და თანდართულ „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვის“ შევსებულ ფორმებს კომპეტენციების შესაბამისად: ა) ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე ქვედანაყოფი – დანართი №1 შესაბამისად; ბ) მართვის ორგანოები – დანართი №2 შესაბამისად; გ) დეპარტამენტი – დანართი №3 შესაბამისად; დ) სხვა პირები – დანართი №4 შესაბამისად. 2. ხე-ტყით მოსარგებლეები და სახერხი საამქროს მფლობელები ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდებიან (ავტორიზაცია) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის პორტალზე შესვლისათვის გამოყენებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით. 3. სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს იმ მომხმარებლის დარეგისტრირებაზე, რომელსაც არ აქვს წარმოდგენილი იდენტიფიცირებისათვის სავალდებულო რეკვიზიტები ან/და არასათანადოდაა შევსებული დაშვების ნებართვის ფორმა ან/და დაუსაბუთებელია სპეციალური მოთხოვნა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მომხმარებლის სახელისა და პირველადი პაროლის მინიჭებით, რომელიც ეცნობება მომხმარებელს დაშვების ნებართვის ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 5. სააგენტოს იმ თანამშრომელთა სია და პასუხისმგებლობები, რომელთაც ეძლევათ ელექტრონული სისტემაში მომხმარებლის შესაბამისი უფლებები, განისაზღვრება სააგენტოს ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით. 6. სამინისტროს სხვა სტრუქტურული დანაყოფების მომხმარებელთა ელექტრონულ სისტემაში დაშვება ხორციელდება მათი სამსახურებრივი კომპეტენციების შესაბამისად აღნიშნული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 7. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სხვა მომხმარებელთა ელექტრონულ სისტემაში დაშვების, დაშვების გაუქმების ან  უფლებებში ცვლილებების შეტანას უზრუნველყოფს სააგენტოს ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 9🔗. ელექტრონული სისტემაში ინფორმაციის რედაქტირება 1. ელექტრონულ სისტემაში არასწორი ინფორმაციის ასახვის მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, მართვის შესაბამისი ორგანო, ან  დეპარტამენტი ვალდებულია განახორციელოს უწყვეტი მონიტორინგი ელექტრონულ სისტემაში მის კომპეტენციას დაქვემდებარებული ინფორმაციის სისწორეზე. 2. ხე-ტყით მოსარგებლეს უფლება აქვს მოახდინოს მის მიერ ელექტრონული სისტემაში ასახული ტყეკაფის მონიშვნის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის რედაქტირება ტყეკაფის გამოყოფამდე. ტყეკაფის გამოყოფის შემდეგ, ელექტრონულ სისტემაში ასახული ტყეკაფის შესახებ არასწორი ან არასრული ინფორმაციის რედაქტირების უფლება დეპარტამენტის თანხმობის შემდეგ ენიჭება სააგენტოს ან სააგენტოს მეშვეობით – ხე-ტყით მოსარგებლეს. 3. მართვის ორგანოს მიერ მონიშნული ტყეკაფის გამოყოფის შემდეგ, ელექტრონულ სისტემაში ასახული ტყეკაფის მონიშვნის შესახებ არასწორი ან არასრული ინფორმაციის გამოვლენისშემთხვევაში, მონაცემების რედაქტირებას ახორციელებს შესაბამისი მართვის ორგანო სათანადო დოკუმენტის ატვირთვის შემდგომ. 4. მართვის ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასრულყოფილად ან არასწორად ელექტრონულად შევსების, ან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასწორია ტვირთვის შემთხვევაში, შესაბამისი სწორი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ატვირთვას  და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების ელექტრონულ სისტემაში ასახვას უზრუნველყოფს მართვის შესაბამისი ორგანოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის დავალებით შესაბამისი უფლების მქონე თანამშრომელი. 5. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების არასრულყოფილად ან არასწორად ელექტრონულად ასახვის შემთხვევაში,  დეპარტამენტს ენიჭება მათი რედაქტირების უფლება. 6. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასწორია ტვირთვის შემთხვევაში, შესაბამისი სწორი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ატვირთვის ორგანიზებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  თუ არასწორი ან არასრული მონაცემების წარდგენა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაცემების რედაქტირება შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების შემდგომ. 8. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების არასრულყოფილად ან არასწორად ელექტრონულად ასახვის, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასწორადატვირთვის შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში რედაქტირება ხორციელდება შესაბამისი „შეცდომის გასწორების უწყისის“ მეშვეობით (დანართი №5, 6). შესაბამისი უწყისის შევსების და მისი მეშვეობით რედაქტირების განხორციელების საფუძველია გადაწყვეტილების მიმღების თანხმობა შესაბამის მოხსენებით ბარათზე, რომლის რეკვიზიტები ასევე აისახება უწყისში. მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა ელექტრონული სისტემის წარმოებაზე 1. მართვის შესაბამისი ორგანოს და დეპარტამენტის უფლებამოსილი მომხმარებელი ვალდებულია ელექტრონულ სისტემაში სწორად და სრულყოფილად ასახოს შესაბამის დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია და პასუხს აგებს ელექტრონულ სისტემაში ამ მონაცემების შეტანის სისწორეზე,  დროულობასა და სრულყოფილებაზე. 2. მართვის ორგანოს, დეპარტამენტის შესაბამისი მომხმარებელის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია განახორციელოს ზედამხედველობა მისადმი დაქვემდებარებული თანამშრომლის (ელექტრონული სისტემის მომხმარებლის) მიერ მასზე ელექტრონული სისტემის წარმოებასთან დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე. 3. ხე-ტყითმოსარგებლე და სახერხი საამქროს მფლობელი პასუხისმგებელია ელექტრონული სისტემაში მისი მომხმარებლის მიერ (ასეთი არსებობის შემთხვევაში) მონაცემების შეტანის სისწორეზე,  დროულობასა და სრულყოფილებაზე. 4. მომხმარებლებად დარეგისტრირებული პირები ვალდებულნი არიან არ დაუშვან  მომხმარებლის სახელის და პაროლის გადაცემა სხვა პირებზე. მუხლი 11🔗. ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაციის დაცულობა 1. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს და მის თანამშრომელს უფლება არა აქვს არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაცია. 2. ელექტრონულ სისტემაში ასახული საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 12🔗. ფორსმაჟორი ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ელექტრონული სისტემის გამოყენების შეზღუდვისა და შესაბამისი მატერიალური დოკუმენტების გაცემა-გამოყენების შესახებ.