„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016251
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №29

2014 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014  წლის 6 თებერვლის №8 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/02/2014  სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016230) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ა)” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ლოგისტიკის განყოფილება;”.

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ლოგისტიკის განყოფილების ფუნქციები:

ა) ბიუროს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით;

ბ) ბიუროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, ბიუროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;

გ) ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ე) ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;

ვ) საჭიროებისამებრ ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა; ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;

ზ) ბიუროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ბიუროს საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა;

ი) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კონტროლის განხორციელება;

კ) ბიუროს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.”.

2. მე-11 მუხლს დაემატოს 41 და 42 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,41. დეპარტამენტის უფროსს, საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე.

42. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;

დ) აძლევს მითითებებს დეპარტამენტის თანამშრომლებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას;

ვ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს ასრულებს მის მოვალეობას.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.04.2014.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016251.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №29, 07.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016251 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2309942/