აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.04.2014
ძალის დაკარგვა 06.02.2015
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით თოფურია | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ადგილმდებარეობა |
| 1. | ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწა |
| 2. | სოფლებში, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა |
| 3. | დასახლებათა შორის არიალებში, გარდა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა |
| 4. | დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფროებრივი მნიშვნელობის (აბაშა-მარტვილი) საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა |
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2014 წლის 4 აპრილი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლის პირველი პუნქტის, 195 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების, ,,აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 თებერვლის №3 და ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №4 დადგენილებების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით.
მუხლი 2🔗
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვროს:
1.
1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მისი საწყისი საპრივატიზებო თანხის 7 პროცენტის ოდენობით (დანართი №1-ის მიხედვით);
2.
სხვა უძრავ ქონებაზე:
ა)
ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე ქონებაზე მისი საწყისი საპრივატიზებო თანხის 8 პროცენტის ოდენობით;
ბ)
სოფლებში მდებარე ქონებაზე მისი საწყისი საპრივატიზებო თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
გ)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებზე მისი საწყისი საპრივატიზებო თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3🔗
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს მე-2 მუხლის ,,ბ' პუნქტის ,,ბ.ა', ,,ბ.ბ' და ,,ბ.გ' ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურზე ნაკლები ოდენობით.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს «აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ» აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აპრილის №19 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეაბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია
№
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ადგილმდებარეობა
1 კვ.მ. მიწის საწყისი საპრივატიზებო თანხა ლარებში
საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ლარებში
1.
ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწა
15.792
1.11
2.
სოფლებში, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა
7.896
0.55
3.
დასახლებათა შორის არიალებში, გარდა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა
3.948
0.28
4.
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფროებრივი მნიშვნელობის (აბაშა-მარტვილი) საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა
7.896
0.55