⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2020)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 02.04.2014
ძალის დაკარგვა 01.04.2020
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 252 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.04.2014 მიღება
01.04.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ შექმნის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №25  2014 წლის 2 აპრილი   ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის შექმნის შესახებ მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 და მე-18 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა (ი. კოპალიანი) ამ დადგენილბის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ დებულების პროექტის დასამტკიცებლად წარმოდგენა. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ხორავა) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრისათვის“ საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 5. ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ხორავა) უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილებების პროექტის წარმოდგენა. მუხლი 2🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის  შემსრულებელი                                                      ვახტანგ ყოლბაია