⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.11.2017)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.04.2014
ძალის დაკარგვა 17.11.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,073 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.04.2014 მიღება
17.11.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №26 2014 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლისა და მე-10 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე–11 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“  შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 11 მარტის №18 დადგენილების მე–3 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი“–ს თანდართული დებულება. 2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია) მუხლი 2🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                              ვახტანგ ყოლბაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ–ლიტერატურული ჟურნალ–გაზეთებისა და საყმაწვილო ჟურნალ–გაზეთების გამოცემას, აგრეთვე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში. 3. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და ან/და მოპასუხედ. 4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო). 6. ცენტრის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ. №68. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ამოცანები ცენტრის მიზნები და ამოცანებია: ა) საზოგადოებრივ–ლიტერატურული ჟურნალ–გაზეთებისა და საყმაწვილო ჟურნალ–გაზეთების გამოცემა; ბ) ლიტერატურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია; ქართულ–აფხაზური კულტურის, მეცნიერების, საზოგადოებრივ–პოლიტიკური ვითარების წარმოჩენა; მწერლობის შესახებ საინფორმაციო ბაზისა და ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა. გ) მხატვრული თარგმანის განვითარება; დ) სალიტერატურო და მხატვრული პროცესების ხელშეწყობა (ლიტერატურული ნაწარმოებების პრეზენტაცია–განხილვა); ე) ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უწყებებთან და კავშირებთან კონტაქტების დამყარება. მუხლი 3🔗. ცენტრის უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი 1. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს  ლიტერატურული, მხატვრული, საგანმანათლებლო–შემეცნებითი ჟურნალ–გაზეთების გამოცემა, კერძოდ: ა) საზოგადოებრივ–ლიტერატურული ჟურნალ–გაზეთების გამოცემა. ბ) საყმაწვილო ჟურნალ–გაზეთების გამოცემა. 2. ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედთა გამოვლენა, მათში მშვიდობიანი ხედვის გამომუშავება, მოზარდთა ჯანსაღი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება; 3. აფხაზეთის მხატვრების შემოქმედების პოპულარიზაცია; 4. საზოგადოებრივ–ლიტერატურული და საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით დევნილთა პრობლემებისა და მათი საზოგადოებრივ–კულტურული ცხოვრების აქტიური გაშუქება. 5. საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება. 6. ცენტრი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა. მუხლი 4🔗. ცენტრის მართვის ორგანოები და მათი შექმნის წესი 1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის წარდგინებით. 2. ცენტრის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. ბ) წარმოადგენს ცენტრს დაკისრებული უფლება–მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; დ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს და გაათავისუფლოს ცენტრის საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს; ზ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, ინსტრუქციებსა და საკონტრაქტო პირობებს; თ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებში; ი) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს; კ) კანონმდებლობის შესაბამისად, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ–სამართლებრივ აქტებს; ლ) იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად; მ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად; ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის ერთ–ერთი განყოფილების უფროსი. მუხლი 5🔗. ცენტრის სტრუქტურა ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საზოგადოებრივ–ლიტერატურული ჟურნალ–გაზეთების  განყოფილება: ა.ა) განყოფილების უფროსი (რედაქტორი) - უზრუნველყოფს ჟურნალის დაგეგმვას, მასალების შერჩევასა და პრიორიტეტული თემატიკის განსაზღვრას; ა.ბ) პასუხისმგებელი მდივანი - უზრუნველყოფს ავტორებთან დაკავშირებას, მასალების მოძიებას, გაცნობას, შეფასებას და რედაქტირებას; ა.გ) მხატვრული რედაქტორი - უზრუნველყოფს შემოსული მასალების გაანალიზებას, შეფასებას, მხატვრული დონის განსაზღვრას, აწყობასა და კორექტირებას; ბ) საყმაწვილო ჟურნალ–გაზეთების განყოფილება: ბ.ა) განყოფილების უფროსი (რედაქტორი) - უზრუნველყოფს ჟურნალის დაგეგმვას, მასალების შერჩევასა და პრიორიტეტული თემატიკის განსაზღვრას; ბ.ბ) პასუხისმგებელი მდივანი - უზრუნველყოფს ავტორებთან დაკავშირებას, მასალების მოძიებას, გაცნობას, შეფასებას და რედაქტირებას; ბ.გ) მხატვრული რედაქტორი - უზრუნველყოფს შემოსული მასალების გაანალიზებას, შეფასებას, მხატვრული დონის განსაზღვრასა და აწყობა-დაკაბადონებას; ბ.დ) მხატვარი - უზრუნველყოფს გამოცემის მხატვრულ გაფორმებასა და ნახატების შექმნას. მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება 1. ცენტრს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები; მუხლი 7🔗. ცენტრის დაფინანსების წყაროები 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას და მათი რაიმე სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი  8🔗. ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს; 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. 3. ცენტრის ბუღალტერი უზრუნველყოფს: ა) საბიუჯეტო ასიგნებების პროექტების შემუშავებას; ბ) ცენტრის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვასა და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სამინისტროსთან წარდგენა–შეთანხმებას; გ)  ცენტრის ფინანსური სახსრების მართვას, საჭიროების შემთხვევაში წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებას დადგენილი წესით; დ) ცენტრის საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენას დადგენილი წესით; ე) მაკონტროლებელ ორგანოებთან მუშაობა, მათთვის მოთხოვნილი ინფორმაციისა და ფინანსური დოკუმენტაციის მიწოდება/მომზადებას; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობათა განხორციელებას. მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას. 2. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების ოდენობა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. მუხლი 10🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაში. მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებანი წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.