მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 04.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2205-IIს
სარეგისტრაციო კოდი 010250000.09.001.016212
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 4 აპრილი 2014 წ. N2205-IIს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 05.02.2014
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს ორგანული კანონი „„მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის №2205-IIს დადგენილების"
დოკუმენტის ტექსტი
მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-12 პუნქტისა და 151-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №515 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ქალაქ გორისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტი გაიყოს, გორის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − გორის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი გორი.
2. ქალაქ ამბროლაურისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ამბროლაური.
3. ქალაქ მცხეთისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტი გაიყოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − მცხეთის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი მცხეთა.
4. ქალაქ ოზურგეთისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ოზურგეთი.
5. ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტი გაიყოს, თელავის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − თელავის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი თელავი.
6. ქალაქ ახალციხისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ახალციხის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ახალციხე.
7. ქალაქ ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ზუგდიდი.
8. ახალშექმნილი თვითმმართველი თემების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საზღვრები ემთხვევა შესაბამისად გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების არსებულ საზღვრებს, შესაბამისი დასახლებების − ქალაქების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის არსებული საზღვრების გამოკლებით, და განისაზღვრება თანდართული სქემატური რუკების (დანართები №1−№7) თანახმად.
9. თვითმმართველი ქალაქების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის და თვითმმართველი თემების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები დადგინდეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
10. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
4 აპრილი 2014 წ.
N2205-IIს