საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.04.2014
ძალაში შესვლა 05.04.2014
ძალის დაკარგვა 01.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/90
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016320
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/90
2014 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №173 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თანდართული დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 5 აპრილიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეწარმეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3.სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი, ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქ.N12.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები:
1. სააგენტოს მიზნებია:
ა) ადგილობრივი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება;
ბ) ბიზნესის მარტივად წამოწყების ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება და დამწყები და არსებული ბიზნესის გადახდისუნარიანობის ხანგრძლივად შენარჩუნება;
გ) დამხმარე მექანიზმების შემოღება, რომლებიც დამწყებ ბიზნესებს და სხვა საწარმოებს გაუადვილებს წვდომას ინფორმაციაზე, ფინანსებსა და განათლებაზე;
დ) მაღალი სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა დამწყები ბიზნესებისა და სხვა საწარმოებისათვის;
ე) საექსპორტო პროდუქციის, მომსახურების რაოდენობისა და მრავალფეროვნების ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობა.
2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო მომსახურების გაწევა, რაც მოიცავს საინფორმაციო ცენტრს, საბაზრო კვლევებს, ეკონომიკური დარგებისა და პროდუქციის შესწავლასა და ანალიზს;
ბ) კერძო სექტორის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ბიზნესის პროდუქტიულობისა და წარმოების მოცულობის ზრდის, პროდუქციის მარკეტინგის, კვლევა-განვითარების და სხვა ფაქტორების გაუმჯობესების მიზნით;
გ) პროგრამების შემუშავება, რომლებიც საწარმოებს ხელს შეუწყობს გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება;
დ) კერძო სექტორს, აკადემიურ წრეებს, მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის უკეთესი პარტნიორობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა;
ე) საწარმოების დახმარება მათი საფინანსო ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან, მესამე პირებთან, მარკეტინგულ კომპანიებსა და მედიასთან კონტაქტების დამყარების მიზნით;
ვ) საწარმოების ფინანსური და სხვა სახის დახმარების სქემების შემუშავება და განხორციელება;
ზ) საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს და ქვეყნის ექსპორტის პოტენციალის წარმოსაჩენად მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.
3. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება განახორციელოს უშუალოდ ან კონტრაქტორი მხარის მეშვეობით.
მუხლი 3🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2, დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პირადად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სააგენტოს საკუთრებასა და/ან მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. დირექტორი:
ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას და წარმოადგენს მის ინტერესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებს;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას სააგენტოს თანამშრომლების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობაზე, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
ე) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით;
ვ) შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
ი) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) წელიწადში ერთხელ მინისტრს წარუდგენს სააგენტოს ფინანსურ ანგარიშს;
მ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააგენტოს საქმიანობის მიზნებისთვის განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;
ო) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
4. დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე. მოადგილის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი.
მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს მიმართულებებია:
ა) მეწარმეობის განვითარების მიმართულება;
ბ) ექსპორტის განვითარების მიმართულება;
გ) საერთაშორისო ურთიერთობისა და ანალიზის მიმართულება.
მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები:
1. მეწარმეობის განვითარების მიმართულების ფუნქციებია:
ა) სამეწარმეო კულტურის განვითარება და ხელშეწყობა, პროგრამების განხორციელება შესაბამის მონაწილე მხარეებთან და ინსტიტუტებთან/ცენტრებთან თანამშრომლობის მეშვეობით;
ბ) სამეწარმეო სფეროსთან დაკავშირებული კვლევების მომზადება;
გ) დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციალის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით სხვადასხვა უწყებებთან ერთად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და სხვა სახის დახმარების გაწევა;
ე) მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის მომსახურების გაწევის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციული უზრუნველყოფა;
ზ) მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
2. ექსპორტის განვითარების მიმართულების ფუნქციებია:
ა) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ბ) საბაზრო გამოკითხვების, კვლევებისა და ბაზრებზე შესვლის სტრატეგიების შემუშავება;
გ) სტრატეგიულ ბაზრებზე უცხოელი კონსულტანტების დაქირავება და მათი ზედამხედველობა;
დ) საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
ე) ექსპორტიორების, დონორი ორგანიზაციების და დაინტერესებული ინსტიტუტების ურთიერთკავშირის ხელშეწყობა;
ვ) ექსპორტზე ორიენტირებული იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
ზ) საქართველოში წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე;
თ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ი) ახალ ბაზრებზე შეღწევის სტრატეგიების შემუშავება და პოტენციურ კლიენტებთან თანამშრომლობა;
3. საერთაშორისო ურთიერთობისა და ანალიზის მიმართულების ფუნქციებია:
ა) სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და ინიციატივების ფარგლებში, დონორებთან და სააგენტოს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და დივერსიფიცირება;
ბ) სააგენტოს საქმიანობაში დონორების ჩართვის ახალი ტენდენციების და გამოცდილების შესწავლა, ამასთანავე, კონკრეტული მექანიზმებისა და რეკომენდაციების შემუშავება დონორი ორგანიზაციების მიერ პრიორიტეტების უკეთესად განსაზღვრისათვის;
გ) კომუნიკაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით დონორების მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია;
დ) ცნობადობის ამაღლება და სააგენტოს იმიჯის დამკვიდრება, რომელსაც მიმართავენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ან ექსპორტის წახალისების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად და კომპეტენტური აზრის გასაზიარებლად;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს კომუნიკაციის წარმართვას ვებ-გვერდის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მარკეტინგს, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას და თანმიმდევრულ კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან;
ვ) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმართვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია. სააგენტოს დეპარტამენტებისა და ცალკეული თანამშრომლების კონსულტირება მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე;
ზ) მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად სასწავლო პროგრამების შემუშავება და სემინარების ორგანიზება;
თ) სააგენტოს პროგრამების შედეგების საზომი მაჩვენებლების შემუშავება;
ი) მეწარმეობასა და ექსპორტის განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, თითოეული პროექტის შედეგების სათანადოდ შეფასება და რეკომენდაციების გაცემა;
კ) შესრულებულ პროექტებზე ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
ლ) სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებული განსაკუთრებული საკითხების თაობაზე მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
მ) მონაწილე/დაინტერესებული მხარეების გამოკითხვების ჩატარება და შედეგების შეფასება;
ნ) სააგენტოს ანალიტიკურ-ინფორმაციული უზრუნველყოფა;
მუხლი 6🔗. სააგენტოს დაფინანსება
სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;
დ) შემოწირულობები;
ე) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
ვ) სახელმწიფო კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 7🔗. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 8🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
2. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) სესხის აღება;
ბ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
გ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 9🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 10🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებები
დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.