„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4294
სარეგისტრაციო კოდი
300.190.000.05.001.002.704
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 03/01/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების უსაფრთხო წარმოების ზედამხედველობისა და კონტროლის სფეროში.“.

2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საშიში საწარმოო ობიექტის კონსტრუირებასთან (შენობა-ნაგებობების დაპროექტების გარდა), ექსპლუატაციასთან, გაუქმებასთან, ექსპლუატაციის შეწყვეტასა და კონსერვაციასთან, საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის დამზადებასა და მონტაჟთან, გამართვასთან, დიაგნოსტიკასთან, მომსახურებასა და რემონტთან, რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთის გადაზიდვასთან, ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარებასთან, საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას და მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექანიზმების გამოყენების ნებართვას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია, ხოლო ნავთობისა და გაზის სექტორში „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვას გასცემს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დასკვნის საფუძველზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4294–რს