საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2014
matsne.gov.ge 207 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №39 2014 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.  2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე დანართი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის (თანამდებობრივი სარგო - უფროსი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) ტელე/ვიდეო ოპერატორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ბ)  ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (საშუალოდ); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint, Outlook) „Photoshop“-ის, „Interneti“-ისა და სამონტაჟო პროგრამა  „Adobe premier pro cs6“-ის საფუძვლიანი ცოდნა; დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 თავი - ინფორმაციის თავისუფლება), „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.