საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 04.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №272
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017892
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/04/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №272
2014 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1🔗
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2014 წლის 15 მაისამდე რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი