„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№723
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.029.016198
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2014

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №723

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

 

„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №21.“

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დამტკიცდეს „მონიტორინგის ფორმა“ - დანართი №8“.

3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესში“ (შემდგომში - წესი) (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამიზნე (დასახური) ობიექტები - მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი), რომლებიც: ავარიულია და საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ მნიშვნელოვან ობიექტებს ან ობიექტს, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის არც შეიძლება იყოს ადაპტირებული საცხოვრებელ ფართებად;“

ბ) წესის მე-3 მუხლის მე-5-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიულ ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობით, ახდენს კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დაგეგმილი ღონისძიებებისა და გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ,  კონკრეტულ ობიექტზე კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების კონკრეტული პროექტის ფარგლებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაბამისად, კომისია ადგენს  წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვის ვადებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“

6. ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით,  დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

7. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს:

ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა  განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილების თანამშრომლის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული განყოფილების თანამშრომლი, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ ან დანართი №21 - „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დევნილს აქვს უფლება, კონკრეტულ ობიექტზე, განაცხადების მიღების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ინიციატივით ან/და სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, დააზუსტოს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

ბ) სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში დამატებით  წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. თუ აღნიშნული განყოფილების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დევნილთა დეპარტამენტის უფროსის ან სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ წინასწარ შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილებამ.

დ) სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილება ახდენს, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული განყოფილების შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განყოფილების მიერ გადამოწმების საფუძველზე  აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რომლის მიზეზიც ეცნობება დევნილს დეპარტამენტის უფროსის ან სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. აღნიშნულის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ეცნობება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანოებს.

8. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა  და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. ტერიტორიული ორგანოების მიერ განაცხადების მიღების/მონაცემების მოძიება- გადამოწმების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადსა და მონიტორინგის ფორმას სამინისტროს მხრიდან ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოხელე/მოხელეები, რომლებიც განისაზღვრებიან მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

9. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან/და რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.

10. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული მასალები, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების უფროსის და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული უნდა იყოს საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მინიჭებული ქულები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით მოცემული პროექტის ფარგლებში.

11. კომისიის მიერ არ განიხილება და დამატებითი მასალის მოძიების დავალებით დეპარტამენტს უბრუნდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კონკრეტული განაცხადი, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში.“

გ) წესის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. დევნილი ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში,  გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სხვა პროექტ(ებ)ის ფარგლებში, ავსებენ მხოლოდ ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის“ ფორმას. ამ შემთხვევაში, დევნილი ოჯახის ან სამინისტროს ინიციატივით შესაძლებელია დაზუსტდეს/გადამოწმდეს დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №3-ის – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასეთი საჭიროების შემთხვევაში. იმავე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში,  გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სხვა პროექტ(ებ)ის ფარგლებში ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის“ ფორმის შევსება სავალდებულო არ არის“.

დ) წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით;

გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი  შენობებიც  გადაუდებელი სახელმწიფო  ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.“

ე) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა

1. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების 21 პუნქტით დამტკიცებული დანართის №21 – „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის“ ფორმისა და ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართის №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ ფორმის საფუძველზე,  კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილება ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2. კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) არაუმეტეს 20 000 (ოციათასი) ლარისა და შესაბამისად შესასყიდი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას.

3. დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განცხადებები დაკმაყოფილდა, მიეცემათ 1 თვიანი ვადა  საცხოვრებელი ფართის (სახლი/ ბინა) შერჩევისათვის, კომისიისათვის წარდგენის მიზნით. თუ დევნილი ოჯახი მოცემულ 1 თვის ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ ფართს (სახლი/ ბინა) ამ შემთხვევაში, კომისია შესთავაზებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ რიგით შემდეგ დევნილ ოჯახს, საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შერჩევას, რომელსაც შევსებული აქვს ამ ბრძანების 21 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №21.

4. ამ მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, შერჩეულ საცხოვრებელ ფართს (სახლი/ბინა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა)  მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, საცხოვრებელი ფართს (სახლი/ბინა), კომისიის გადაწყვეტილებით,შესაძლებელია ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება  საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით. აღნიშნული აუდიტორული და საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა)  კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის შესახებ.

5. ამ მუხლის შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის ღონისძიებებს სამინისტრო განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა განხორციელდეს დევნილის და სამინისტროს მიერ თანადაფინანსებით.

7. კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი სახლი (სახლი/ბინა) რეგისტრირდება დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანასაკუთრებად.“

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული  „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“ - დანართი №3 და დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“ - თანდართული დანართი №3-ის შესაბამისად.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული  „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ - დანართი №4 და „სოციალური კრიტერიუმი“ - დანართი №5 და დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ - თანდართული დანართი №4-ის და „სოციალური კრიტერიუმი“ - თანდართული დანართი №5-ის შესაბამისად.

6. ბრძანების მე-5 პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ - დანართი №7 -ის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის კომპეტენციაში შედის, “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებისა და წესის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის ორგანიზება და დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება,  სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან/და აშენებულ, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდულ შენობებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე
📎 დანართები (4)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი N21

კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი

1.

განცხადების ნომერი: თარიღი:
  1. ინფორმაცია განმცხადებელზე

სახელი, გვარი პირადი ნომერი
  1. განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობა

N სახელი გვარი ოჯახის უფროსის მიმართ დამოკიდებულება (მეუღლე, შვილი, მშობელი, და/ძმა, შვილიშვილი, რძალი/სიძე და ა.შ.) პირადი ნომერი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
  1. განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია

ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა, ბინა) ტელ./მობ. ნომერი

2. სასურველი საცხოვრებელი სახლის (სახლი/ ბინა) მდებარეობა/სასურველი განსახლების რეგიონი/რაიონი:

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

3. ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ გვსურს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის ღონისძიებები, ამ განცხადების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა გრძელვადიანი განსახლებისათვის.

ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ განმცხადებელი __________________________ ______________________________ წარმოადგენს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს და ვაძლევთ უფლებამოსილებას, „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის განხორცილების პრინციპების, კრიტერიუმებისა და პროცედურების“ შესაბამისად, ოჯახის სახელით გაიაროს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა. ასევე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ სამინისტროს აქვს უფლება საჭიროებისდამიხედვით გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია, ზემოხსენებული წესის შესაბამისად. (შენიშვნა: სამინისტრო იტოვებს უფლებას, მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________­­­­_________

ოჯახის სხვა წევრები: _________________________________________

__________________________________________

__________________________________________

__________________________________________

___________________________________________

___________________________________________

___________________________________________

ნორმატიული-აქტი-3

დანართი N3

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი N

კითხვარის შევსების მიზანია შესწავლილი იქნეს თქვენი ოჯახის მდგომარეობა, რათა თქვენი სურვილისამებრ, თქვენს მიერ შერჩეულ რაიონში/ქალაქში მოხდეს თქვენი ოჯახისთვის გრძელვადიანი განსახლების შეთავაზება.

დასმულ კითხვებზე თქვენი გულწრფელი პასუხები დაგვხმარება მიუკერძოებლად და სამართლიანად მოვახდინოთ თქვენი მდგომარეობის შეფასება ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და იგი გამოყენებულ იქნება მხოლოდ გადაწყვეტილებების მისაღებად.

კითხვარი ეხება ოჯახს. ოჯახად მოიაზრება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახის წევრად ითვლება ასევე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც დროებით ცხოვრობს ოჯახს გარეთ (ბავშვთა სახლში, მეორე მშობელთან, ნათასავთან და ა.შ.)

წინასწარ გიხდით მადლობას!

განსახლების რაიონად/ქალქად ვირჩევ ____________________________________

ინფორმაცია რესპონდენტის შესახებ

რესპონდენტი შეიძლება იყოს როგორც ოჯახის უფროსი, ისე ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახის შესახებ და ოჯახის კოლექტიურ განცხადებაში წევრების მიერ არჩეულია, როგორც ოჯახის წარმომადგენელი

რესპონდენტის სახელი, გვარი: ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი (ქალაქი, სოფელი, ქუჩა, კორპუსი, ბინა) ტელ:

მოდული A - ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ

A1 ოჯახის შემადგენლობა
# სახელი, გვარი პირადი ნომერი

სქესიF

1.მამრ. 2. მდA

ასაკი მიმართება ოჯახის უფროსთან ოჯახური მდგომარეობა დევნილის სტატუსი შშმპ (კატეგორია) მიმართება ოჯახის უფროსთან

1. მეუღლე,

2. შვილი,

3. მშობელი,

4. და/ძმა,

5.შვილიშვილი

6.რძალი/სიძე,

7. სხვა (ჩაწერეთ)

1.დაოჯახებული

2.დასაოჯახებელი

3.განქორწინებული

4. ქვრივი

5. დედა, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს შვილის აღზრდაზე.

6.სამოქალაქო ქორწინება

  1. დევნილი (რეგისტრაციის ნომერი)

  2. დევნილია და ელოდება სტატუსს

  3. დევნილია, მაგრამ სტატუსი არა აქვს

  4. არადევნილი

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა

ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა

1. ცხოვრობს და რეგისტრირებულია ადგილზე;

2. ცხოვრობს, მაგრამ რეგისტრირებულია სხვაგან;

3. არ ცხოვრობს, მაგრამ რეგისტრირებულია ადგილზე.

4. წასულია საზღვარგარეთ

1
2
3
4
5
6
7
8
9
10

დამატებითი საინფორმაციო მოდული - ინფორმაცია ოჯახის სხვა წევრების და ახლო ნათესავების შესახებ, რომლებიც ცალკე ცხოვრობენ

AA1 ოჯახის სხვა წევრების და ახლო ნათესავების
# სახელი, გვარი პირადი ნომერი

სქესიF

1.მამრ. 2. მდA

ასაკი მიმართება ოჯახის უფროსთან ოჯახური მდგომარეობა დევნილის სტატუსი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მისამართი დაკმაყოფილებული გრძელვადიანი განსახ. Pპროგ. ფარგლებში ფაქტიური საცხოვრებელის მისამართი

1.მეუღლე,

2.შვილი,

3.მშობელი,

4.და/ძმა,

5.შვილიშვილი,

6.რძალი/სიძე,

7. სხვა (ჩაწერეთ)

1.დაოჯახებული

2.დასაოჯახებელი

3.განქორწინებული

4.ქვრივი

5. დედა, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს შვილის აღზრდაზე

1.დევნილი (რეგისტრაციის ნომერი)

2.დევნილია და ელოდება სტატუსს

3.დევნილია, მაგრამ სტატუსი არა აქვს

4.არადევნილი

  1. ბინა

  2. სახლი

  3. მიწა

1. დაიკანონა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში)

2. განსახლდა ახალ საცხოვრებელში

3. მიიღო ფულადი დახმარება ფართის სანაცვლოდ

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
A2. ინფორმაცია ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) პირების შესახებ
# სახელი, გვარი მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანი თუ ჰყავს მეურვე, მიუთითეთ, ვინ თუ სარგებლობთ ბავშვის მომვლელის (ძიძის) მომსახურებით? თუ ცხოვრობს ოჯახს გარეთ, მიუთითეთ, სად? რატომ ცხოვრობს ოჯახს გარეთ?

1.დედით

2. მამით

3. არ ჰყავს არცერთი მშობელი

1. ბებია/ბაბუა

2. და/ძმა

3. დეიდა/მამიდა/ბიძა

4. სხვა ნათესავი (ჩაწერეთ)

  1. კი

  2. არა

  1. ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში

  2. მეორე მშობელთან

  3. ბებია-ბაბუასთან

  4. დედინაცვალთან/ მამინაცვალთან

  5. სხვა ნათესავთან (მიუთითეთ)

  6. დამოუკიდებლად

  7. არ ვიცი

1. თვითონ ასე სურს;

2. სიდუხჭირის გამო;

3. სხვა (მითითეთ)

 1      
 2      
 3      
 4      
 5      
 6      
 7      
A3. ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში
# სახელი, გვარი ომის მონაწილე (მოწმობის#) ომის დროს დაინვალიდებული (მოწმობის#) ომში დაღუპულთა ოჯახის წევრი და მარჩენალდაკარგული (მოწმობა N)
 1    

 

 2      
 3      
A4. ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც ჯანმრთელობის გამო აქვთ სპეციალური საჭიროებები
# სახელი, გვარი

ქრონიკულად ავადმყოფი

(მიუთითეთ დაავადება)

მუდმივად მწოლიარე ძირითადად მწოლიარე უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება გადაადგილდება ეტლით ფსიქიკური აშლილობა დაავადება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას სპეციფიკურად რომელიმე ადგილას (მითითეთ დაავადება და ადგილი) სხვა (ჩაწერეთ)
 1    

 

 2      
 3      

მოდული B - ინფორმაცია ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ

B1. 18 წელზე უფროსი ასაკის ოჯახის წევრების ეკონომიკური სტატუსი
# სახელი, გვარი

დაქირავე

ბით

მომუშავე

თვითდასაქმე

ბული საკუთარ მიწის ნაკვეთზე

ბიზნეს-საქმიანობა შემთხვევით და/ან ერთჯერად სამუშაოებზე დასაქმება უმუშევარი

პენსიო

ნერი

სტუდენტი / მოსწავლე დიასახლისი შრომისუუნარო არ სურს მუშაობა
 1      
 2      
 3      
 4      
 5      
 6      
 7      
B2. ოჯახის უძრავი და მოძრავი ქონება
B2.1. რა სახის უძრავი ქონებაა ოჯახის საკუთრებაში?
  1. ბინა, სახლი საბაზრო ფასი __________

  2. აგარაკი საბაზრო ფასი __________

  3. მიწა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით საბაზრო ფასი __________

  4. მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით საბაზრო ფასი __________

  5. კომერციული ფართი საბაზრო ფასი __________

  6. სხვა (მიუთითეთ) ________ საბაზრო ფასი __________

  7. არ გააჩნია

B2.2. ოჯახს თუ გააჩნია მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობაში და რა ფორმით?

1. სარგებლობის უფლებით (ნათხოვარი) რა პერიოდით? _____

2. იჯარა რა პერიოდით? _____

3. არ გააჩნია

B2.3. რა სახის სარგებელი აქვს ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან?

1.პროდუქციას იყენებენ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის

2.პროდუქციის ნაწილს იყენებენ მოხმარებისთვის და ნაწილს გასაყიდად

3. პროდუქციას მთლიანად ყიდიან

4. ვერ ვამუშავებ მიწას

B2.5. რა სახის მოძრავი ქონებაა ოჯახის წევრების საკუთრებაში?

1. ავტომობილი საბაზრო ფასი __________

2. სხვა ____________________ საბაზრო ფასი __________

3. არ გააჩნია

B 3. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები
ხარჯები ლარი
1 სურსათზე, სასმელზე  
2 თამბაქოს ნაწარმზე  
3 ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე  
4 საოჯახო მოხმარების საქონელზე  
5 სათბობსა და ელექტროენერგიაზე  
6 ტრანსპორტზე  
7 ჯანმრთელობის დაცვაზე  
8 განათლებაზე  
9 სასოფლო-სამეურნეო ხარჯები  
10 დაზოგვაზე ან გასესხებაზე  
11 ქონების შეძენაზე
12 ქირა  
13 სხვა ხარჯები  
14 ხარჯი, სულ  

* თანხის დაზოგვა ხდება ოჯახის წევრისათვის საჭირო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამო (ავსებს ინტერვიუერი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

B 4. ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი
შემოსავალი წყაროების მიხედვით ლარი
1 დაქირავებული შრომიდან (ხელფასი)  
2 ბიზნესიდან (მოგება)  
3 სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან (საკუთარი მეურნეობიდან)  
3 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან ნატურით (საკუთარი მოხმარებისათვის)  
4 პენსია  
5 სტიპენდია  
6 დევნილთა შემწეობა  
7 სახელმწიფო კომპენსაცია
8 სოციალური პაკეტი
9 სხვა სოციალური ანაზღაურება (მაგ.: რეინტეგრაციის შემწეობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურება და სხვა)
10 სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა)  
11 უცხოეთიდან მიღებული გზავნილები (ფულადი და არაფულადი)  
12 საჩუქრად მიღებული ფული ან არაფულადი შემოსავლები  
13 ქონების გაქირავებიდან, პროცენტი ანაბრიდან  
14 ქონების გაყიდვიდან  
15 ფულის სესხება  
16 საბანკო კრედიტი  
17 დანაზოგის გამოყენება  
18 ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დანიშნული ფულადი დახმარება
19 სხვა შემოსავალი  
შემოსავალი, სულ  
B5. იმყოფება თუ არა თქვენი ოჯახი სიღარიბის დაძლევის პროგრამაში? 1 დიახ

2 არა

(უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გადადით C მოდულზე)

B5.1 რამდენია ოჯახის სარეიტინგო ქულა? 1 57001-ზე ნაკლები
2 57001-70000
3 70001-დან 100 000
4 100 000-ზე მეტი
C1 რა არის ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსი? (შემოხაზეთ)

1. მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი

1.1 ნაქირავები ქირის ოდენობა ________

1.2 ნაგირავები გირავნობის თანხა ________

1.3 ნათხოვარი დროის ხანგრძლივობა ______

1.4 ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე

1.5 ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად

2. მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი

(ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი)

3. არის ოჯახის საკუთრებაში საბაზრო ფასი __________

4. სხვა (მიუთითეთ)------------------

C2. რამდენი ხანია ცხოვრობთ აღნიშნულ მისამართზე?
  1. 6 თვემდე

  2. 6 თვიდან 1 წლამდე

  3. 1-2 წელი

  4. 3 და მეტი

C3. ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენჯერ შეიცვალეთ საცხოვრებელი?
  1. არც ერთხელ

  2. ერთხელ

  3. ორჯერ

  4. სამჯერ

  5. ოთხჯერ და მეტჯერ

C4. თუ აქვს საკუთრებაში ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი, გთხოვთ მიუთითოთ

1. კი

  • ვისზეა რეგისტრირებული: გვარი, სახელი ________________

პირადი ნომერი ______________

  • ადგილმდებარეობა ______________

  • საბაზრო ფასი ____________________

2. არა

მოდული C – საცხოვრებელი

D – საცხოვრებლის მდგომარეობა და ცხოვრების პირობები

D1- დაკმაყოფილდა თუ არა განმცხადებლი, ასევე მის ოჯახის წევრები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით, უნდა მიეთითოს ოჯახის ის წევრები, რომლებიც დაკმაყოფილდნენ

• დავიკანონე საცხოვრებელი მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში)

ოჯახის წევრები (მიუთითეთ ნომრები) ________________________________________________________________________

• სამინისტრომ ჩამასახლა დევნილთათვის აშენებულ ან გარემონტებულ ბინებში, სახლებში ოჯხის წევრები (მიუთითეთ ნომრები) ________________________________________________________________________

• სამინისტრომ გამიწია ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უძრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში (7000, 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ოჯახის წევრები (მიუთითეთ ნომრები) ________________________________________________________________________

• კერძო პირმა (ფიზიკურმა ან იურიდიულმა) ჩემს მიერ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში დაკავებული ფართის) დაცლის სანაცვლოდ გადამიხადა თანხა ოჯახის წევრები (მიუთითეთ ნომრები) ________________________________________________________________________

D2 - იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებლის მეპატრონე ითხოვს დევნილის გამოსახლებას, რომელ ორგრანოში მიმდინარეობს საქმის წარმოება (შემოხაზეთ)

  • სასამართლო

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იგპ-თა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

  • სხვა _____________________________________________________________

D3 - არის თუ არა საცხოვრებელი ნგრევადი ან გარემოს აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა და თუ კი, მაშინ თუ არსებობს ამაზე რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი

  • საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა

  • საცხოვრებელი ნგრევადია, მაგრამ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი

  • გარემოს აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა, მაგრამ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი

  • საცხოვრებელი ნგრევადია და არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაცია ___________________________________________

  • გარემოს აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა, და არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაცია ___________________________________________________________________

ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტია. (შენიშვნა: სამინისტრო იტოვებს უფლებას, ანკეტაში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება)

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________

ნორმატიული-აქტი-4

დანართი N4

N საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი ქულა
იმ  ობიექტებში მაცხოვრებელი  დევნილები, რომელი  შენობებიც  წარმოადგენს  კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას 3
საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში და სხვა) 3
მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართში (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილები, რომელი შენობებიც სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ მნიშვნელოვან ობიექტებს; აღნიშნული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული თვითმმართველობის (თუ ისინი არიან მესაკუთრეები), ან სხვა საჯარო უწყების მიერ, რომელიც ფლობს აღნიშნულ შენობას. 2
ოჯახის  საცხოვრებლის  სტაბილურობა. ამჟამინდელ საცხოვრებელში ყოფნის ხანგრძლივობა არის 1 წელზე ნაკლები და ბოლო 5 წლის განმავლობაში ოჯახმა 2-ზე მეტჯერ  შეიცვალა  საცხოვრებელი 1
ნორმატიული-აქტი-5

დანართი №5

სოციალური კრიტერიუმი ქულა

ა.ა) დაბალი შემოსავალი

თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილი საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლებია, ოჯახს ენიჭება 2 ქულა, თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილ საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ან უტოლდება მას - 1.5 ქულა, თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილ საარსებო მინიმუმს აღემატება შესაბამისი საარსებო მინიმუმის ნახევარი ოდენობით - 1 ქულა. ამასთან, თუ დევნილი ოჯახი იხდის საცხოვრებელი ფართისათვის საჭირო ქირას, ზემოაღნიშნულ ქულას ემატება დამატებით 1 ქულა.

ა.ბ) სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა

თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ენიჭება

57001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - ქულა 3

57001- 70000 შორის სარეიტინგო ქულით - ქულა 2

70000 – 100 000 შორის სარეიტინგო ქულით - ქულა 1

ქულების დაანგარიშებისას ჯამდება ა.ა) და ა.ბ) პუნქტებში მითითებული ქულები

1-6
ოჯახში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი. 3 არასრულწლოვანზე ერთი ქულა, ყოველ დამატებითზე 0,5 ქულა შესაბამისი ქულათა ჯამი
მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები. მუდმივად მწოლიარე (3 ქულა), უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება (1 ქულა), ფსიქიკური აშლილობა (2 ქულა). უნდა არსებობდეს ექიმის დასკვნა. ონკოლოგიური ავადმყოფი, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით (ფორმა N50/2) (1 ქულა). შესაბამისი ქულათა ჯამი
ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად (3 ქულა), მნიშვნელოვნად (2 ქულა) ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის (1 ქულა) შეზღუდვის მქონე პირები (ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), რაც დასტურდება შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტით (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი) (თითოეული ამ სტატუსის მქონე ოჯახის წევრზე ენიჭება შესაბამისი ქულა) შესაბამისი ქულათა ჯამი
მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე. 2
ხანდაზმულ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად. 1
პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან; 1
ოჯახი, რომლის წევრი ან წევრები გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში (თითოეულ გარდაცვლილ ოჯახის წევრზე 1,5 ქულა) შესაბამისი ქულათა ჯამი
ოჯახი, რომლის წევრი ან წევრები არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომის ვეტერანი/ვეტერანები (თითოეული ომის მონაწილეზე 1 ქულა) შესაბამისი ქულათა ჯამი

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას