სს „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანიების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 31.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №522
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016880
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სს „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანიების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:34.0pt; font-size:11.0pt; }
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №522
2014 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სს „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანიების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
ა) სს „საპარტნიორო ფონდმა“ და მის მიერ განსაზღვრულმა შვილობილმა კომპანიებმა (სადაც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 50%-ზე მეტს) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით განახორციელონ შემდეგი მომსახურების შესყიდვა:
ა.ა) საზოგადოების საქმიანობის საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვის უზრუნველსაყოფად სათანადო მომსახურებ(ებ)ის შესყიდვა 2015 წლის ჩათვლით;
ა.ბ) ელექტრონული ფოსტით სარგებლობისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა 2015 წლის ჩათვლით;
ა.გ) საკრედიტო რეიტინგის შეფასების მომსახურების შესყიდვა 2015 წლის ჩათვლით.
ბ) სს „საპარტნიორო ფონდმა“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს 2014 წლის განმავლობაში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა.
2. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „საპარტნიორო ფონდსა“ და მის მიერ განსაზღვრულ შვილობილ კომპანიებს (სადაც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 50%-ზე მეტს) აუდიტის განმახორციელებელ კომპანია „KPMG CIS Limited-ის
“ საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანია შპს „KPMG Georgia-თი“ ჩანაცვლების მიზნით, მომსახურების ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაზე.
3. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „საპარტნიორო ფონდს“:
ა) ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების და ეკოლოგიური ექსპერტიზის მიზნით შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე შპს „გამა კონსალტინგთან“ 2013 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობანი გადასცეს შპს „გარდაბნის თბოსადგურს“;
ბ) სს „ელექტროენერგეტიკული სექტორის კომერციული ოპერატორის“ აუდიტის მიზნით შესაბამისი მომსახურების შესყიდვის თაობაზე „KPMG CIS Limited-თან“
(ჩანაცვლების შემდეგ - ამავე კომპანიის საქართველოში რეგისტრირებულ შვილობილ კომპანიასთან - შპს „KPMG Georgia-სთან“) 2013 წლის 19 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობანი გადასცეს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ –
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №
9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
5. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი არ ვრცელდება სს „საპარტნიორო ფონდის“ იმ შვილობილ კომპანიებზე, რომლებიც შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი