საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 02.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №552
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016881
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2014
matsne.gov.ge 420 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №552  2014 წლის 2 აპრილი  ქ. თბილისი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 39 04 01) ასიგნებათა ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი სახელმწიფო შესყიდვები: ა) ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „ინტელექტის დღის“ განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვები; ბ) პროექტის „ქართველ სტუდენტთა სასწავლო ვიზიტი კონფლიქტის გამოცდილების მქონე ქვეყანაში“ განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვები; გ) „ნასტაკისის“ ფონდსაცავის ბაზაზე ექსპედიციის მოწყობისათვის შესაბამისი შესყიდვები; დ) ასპინძაში სპორტულ - გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი საზაფხულო ბანაკისა და ფესტივალის მოწყობისათვის შესაბამისი შესყიდვები; ე) პროგრამის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდების მომსახურების შესყიდვები; ვ) პროექტის „კანონმდებლობის განვითარების“ ფარგლებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი ექსპერტების მომსახურებისა და ნაბეჭდი წიგნებისა და პერიოდული პუბლიკაციების შეძენისათვის საჭირო შესყიდვები; ზ) არაფორმალური განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდობის სწავლებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვები; თ) საწვრთნელი/სატრენინგო მომსახურების შესყიდვები; ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში თეატრალური სპექტაკლების მოწყობისათვის შესაბამისი შესყიდვები.        2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:        ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება, სპეციალური კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირების მომსახურებით;        ბ) „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 39 04 01) ასიგნებათა ფარგლებში შესყიდული მოძრავი ნივთების შესაბამისი დაწესებულებებისათვის გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად.   პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი