კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტისათვის, დაბა წყნეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 04.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №619
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016886
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2014
matsne.gov.ge 1,260 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
Aადმინისტრაციული ერთეული A (ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი, დაბა, სოფელი) დაბა წყნეთი
ქალაქის რაიონი თბილისის მუნიციპალიტეტი
ქუჩა (ქუჩები) მერაბ კოსტავას ქ.
ისტორიული მხარე ქვემო ქართლი
გეოგრაფიული  ერთეულის სახელწოდება დაბა წყნეთი
არქიტექტურის X
5.1. სტატუსი თავდაპირველი
5.2. სტატუსის მინიჭების  თარიღი თავდაპირველი
5.3. სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაციის დასახელება თავდაპირველი
5.4. დოკუმენტის № თავდაპირველი
5.5. კატეგორია თავდაპირველი
5.6. კატეგორიის მინიჭების  თარიღი თავდაპირველი
5.7. კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაციის დასახელება თავდაპირველი
5.8. დოკუმენტის № თავდაპირველი
დასახელება თავდაპირველი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტისათვის, დაბა წყნეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №619  2014 წლის 4 აპრილი  ქ. თბილისი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტისათვის, დაბა წყნეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ     უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტს, დაბა წყნეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თანდართული სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად. პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი № 1. სახელწოდება დაბა წყნეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესია 2. ადგილმდებარეობა / მისამართი 2.1 ზუსტი მისამართი  Aადმინისტრაციული ერთეული A (ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი, დაბა, სოფელი) დაბა წყნეთი  ქალაქის რაიონი თბილისის მუნიციპალიტეტი  ქუჩა (ქუჩები) მერაბ კოსტავას ქ.  შენობის № 2.2 გეოგრაფიული / მდებარეობა  ისტორიული მხარე ქვემო ქართლი  გეოგრაფიული  ერთეულის სახელწოდება დაბა წყნეთი  ისტორიული დასახლების სახელწოდება მანძილი და მიმართულება უახლოესი დასახლებული პუნქტიდან 3. სახეობა არქიტექტურის X არქეოლოგიური საინჟინრო მემორიალური ქალაქთმშენებლობის (ურბანული) საბაღე საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის მონუმენტური სახვითი ხელოვნების პალეოგრაფიული ეთნოგრაფიული მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლი 4. თარიღი (პერიოდი, საუკუნე, ზუსტი თარიღი) XVI საუკუნე 5. სტატუსი და კატეგორია 5.1. სტატუსი თავდაპირველი ამჟამინდელი 5.2. სტატუსის მინიჭების  თარიღი თავდაპირველი ამჟამინდელი 5.3. სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაციის დასახელება თავდაპირველი ამჟამინდელი 5.4. დოკუმენტის № თავდაპირველი ამჟამინდელი 5.5. კატეგორია თავდაპირველი ამჟამინდელი 5.6. კატეგორიის მინიჭების  თარიღი თავდაპირველი ამჟამინდელი 5.7. კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაციის დასახელება თავდაპირველი ამჟამინდელი 5.8. დოკუმენტის № თავდაპირველი ამჟამინდელი 5.9. რეესტრის № 5.10. რეესტრში შეტანის თარიღი 6. ფუნქცია დასახელება თავდაპირველი ამჟამინდელი 6.1. რელიგიური X X 6.2. სათავდაცვო 6.3. საერო 7. საკუთრება იურიდიული პირი საქართველოს საპატრიარქო ფიზიკური პირი და სხვა 8. მოკლე დახასიათება ნაგებობის კორპუსი ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი ნაწილისგან შედგება – თავდაპირველად აქ მდგარი, გვიანი შუა საუკუნეების, მცირე დარბაზული ეკლესიის ნაშთიდან და მასზე დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული, გაცილებით მოზრდილი, გუმბათით დაგვირგვინებული სათავსისგან, რომელიც გეგმით თითქმის კვადრატს (10.7×8.40 მ) უახლოვდება. თავდაპირველი ეკლესიიდან მხოლოდ აღმოსავლეთის ნახევარიღაა დარჩენილი, მიწიდან დაახლოებით სამიოდე მ-ის სიმაღლეზე. ეს ნაწილი მოგვიანებით მიშენებული ნაგებობის კორპუსში ისეა ჩართული, რომ იგი განახლებული ეკლესიის საკურთხევლის დანიშნულებას ასრულებდა.        თავდაპირველი ეკლესიის შემორჩენილი კედლები ნაგებია არაწესიერი ფორმის, ზედაპირმოსწორებული ქვიშაქვის საშუალო და მოზრდილი ზომის ლოდებით (აღმ. ფასადზე ერთ-ერთი ქვის ზომებია: სიგრ. – 1,43 მ, სიგ. – 0,55 მ, სისქე – 0,2 მ). ქვა მოქცეულია კვადრატული აგურის (20/20,5×20/20,5×3,5 სმ; 21,5×21,5×3,5 სმ) თარაზულ შრეებს შორის, რომლთა უმეტესობა კედლებს თითქმის მთელ სიგრძეზე გასდევს. წყობის ზოგიერთი რიგი ქვიშაქვის ქვისა და სიმაღლეზე დაყენებული ორ-ორი აგურის მონაცვლეობითაა გამოყვანილი. აქა-იქ ქვებსა და აგურის შრეებს შორის დარჩენილი არეები ირიბად ნაწყობი აგურის ნატეხებითაა შევსებული. შენობის გარეთა კუთხეები ამოყვანილია შედარებით მოზრდილი და მეტ-ნაკლებად უკეთ დამუშავებული ქვებით. კედლების ზედა ნაწილები მთლიანად აგურისაა. აგური აქ ორი სახისაა. ქვედა ნახევარი კვადრ. აგურისაა, ზედა – ე. წ. რუსული აგურის. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია.        ეკლესიის გვიანდელი ნაწილიც აგურითა და ნატეხი ქვითაა ნაშენი. გარეთა კედლები მთლიანად „რუსული აგურითაა“ (27×14/14,3×6,5/7 სმ) მოპირკეთებული. ამავე მასალაშია გამოყვანილი დეკორატიული ელემენტებიც. შენობის შიდა კედლები ნაწყობია ორივე სახის აგურითა და ნატეხი ქვით. ქვა სრულიად დაუმუშავებელია და მოქცეულია ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაცილებულ, აგურის თარაზულ რიგებს შორის, რომლებიც ძირითადად კვადრატული აგურისაა. კვადრატული აგურითაა გამოყვანილი ყველა ღიობი. მათი თაღები კი – „რუსული აგურით“. ჩრდილოეთ კედლის წყობაში საფლავის ქვის ნაწილებიცაა ჩართული. კამარა, გადახურვის კონსტრუქციები და გუმბათი ხისაა. ინტერიერი გაჯით იყო შელესილი. ეკლესიას ორი შესასვლელი ჰქონია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. XX საუკუნეში, ეკლესიაში პურის საცხობის ფუნქციონირების პერიოდში, ეკლესიისთვის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან (მთელ სიგრძეზე) მიუშენებიათ სხვადასხვა დანიშნულების სათავსები და მათთან დასაკავშირებლად ეკლესიის ოთხი სარკმლიდან სამი, შესასვლელად გადაუკეთებიათ, ხოლო სამხრეთის კარი აგურის თხელი კედლით ამოუშენებიათ, ისე, რომ ფასადის მხრიდან, ღიობის მთელ სიმაღლეზე, ნიშა მოუწყვიათ.        თავდაპირველი ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულ;ია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის სამხრეთ გვერდში იკითხება განიერი, ბრტყლად გადახურული ნიშის კვალი. ნიშა მოგვიანებით მთლიანად ამოუშენებიათ, ხოლო საკურთხეველი შეულესავთ და მოურთავთ ცისფერი ფერის პანელით (სიმ. დაახლ. 2,1 მ). აფსიდს სამხრეთის კუთხის კვალიც შემორჩა – ადამიანის სიმაღლეზე, ჩრდილოეთის მხარეს, აფსიდის კუთხის სავარაუდო ადგილზე, წყობა განახლებულია და აფსიდის კუთხე საერთოდ აღარ ჩანს.        აფსიდი გადახურულია კონქით, თავდაპირველი ეკლესიის დარბაზის შემორჩენილი ნაწილი კი, ნახევარცილინდრული კამარით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხითაა განახლებული.        აფსიდის ღერძზე გაჭრილია განიერი, ბრტყლად გადახურული სარკმელი. გარედან, სარკმლის ღიობის წყობაში, აშკარად შეიმჩნევა გადაკეთებების კვალი. თავდაპირველი სარკმლიდან ღიობის სამხრეთის გვერდის მცირე ნაწილია დარჩენილი, ეკლესიის რეკონსტრუქციის დროს, როგორც ეს მისი გადახურვის წყობიდან ჩანს, სარკმლის სიგანე არ შეუცვლიათ და იგი მშვილისებრი თაღით გადაუხურავთ, უფრო გვიან კი (პურის საცხობის ფუნქციონირებისას?), სარკმელი საკმაოდ გაუგანიერებიათ და შიგ ხის ალათაა ჩაუსვავთ. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ, იატაკიდან 1 მ სიმაღლეზე, შემორჩენილია მოწოთალო ფერის, თარაზული ზოლის პატარა მონაკვეთი (სიგრძე: დაახლ. 22-25 სმ). მსგავსი ზოლის ფრაგმენტი მოჩანს მის ქვემოთაც, იატაკიდან 40-იოდე სმ-ზე. რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეკლესია ადრე მოხატული უნდა ყოფილიყო. ეკლესიის დარბაზი ვრცელია, განათებული იყო მშვილდისებრი თაღით გადახურული ოთხი განიერი სარკმლით, რომლებიც გრძივ კედლებში, ერთმანეთის სიმეტრიულადაა გაჭრილი. სარკმლებს ზემოთ, შესაბამისი კედლის მთელ სიგრძეზე, წყობაში ჩასმულია ხის ძელი, რომელზეც დაყრდნობილია, გადახურვის საბჯენი ექვსი თაღი (შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთით მდებარე სამი), რომელთაგანაც ორი აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე იყო მიყრდნობილი. თაღები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებითაა დაშორებული და ქვემოდან შეფიცრული ყოფილა (შემორჩენილია მცირე ნაწილი). აღმოსავლეთიდან მეორე და მესამე თაღებზე დაყრდნობილია რვაწახნაგოვანი გუმბათის ყელი, რომლის თითოეულ წახნაგში თითო თაღოვანი სარკმელია მოწყობილი.               ეკლესიის დასავლეთ კედელზე, კამარის ქუსლის დონეზე, შემორჩენილია რვა ბუდე, რომლებშიც, როგორც ჩანს, ხის ძელები იყო ჩადგმული (პატრონიკეს დასაყრდნობად?).        ეკლესიის ფასადები სადაა. კარ-სარკმლებიდან მხოლოდ სარკმლებია მორთული. მორთულობა მეტ-ნაკლებად სამხრეთის ორივე სარკმელს შემორჩა. ორივე საპირეშია ჩასმული, რომელიც აგურის უბრალო შვერილითაა გამოყვანილი და დაგვირგვინებულია დაბალი ფრონტონით. ფასადზე, წყობიდან შვერილი ოთხი აგურით გამოყვანილი ორი ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულებაა, რომელთა შვერილი ნაწილები ამოღრმავებულია. ერთი მათგანი სარკმლებს შორისაა, მეორე, ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში.        კედლებს, მიწიდან დაახლ. 1,2 მ სიმაღლეზე, გასდევს ჰორიზონტალური არშია (შემორჩენილია ნაწილი).        ჩრდილოეთ ფასადზე სარკმლებს საპირე ჩამომტვრეული აქვს. მომტვრეულია ჯვრებიც.        ფასადები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლის ქვედა საფეხური დანარჩენ ორზე ბევრად უფრო მაღალია და დამუშავებულია დეკორატიული თაღების მწკრივით. ზედა ორივე საფეხური კი თანაბარი სიმაღლისაა. ორივე ერთრიგად დაწყობილი აგურითაა გამოყვანილი.        ეკლესია დგას დაბალ, ორსაფეხურიან ცოკოლზე.        თავდაპირველი ეკლესიის შემორჩენილი ნაწილი მის დასათარიღებლად მყარ საფუძველს არ ქმნის. ერთადერთი რაც შენობის აგების თარიღზე შეიძლება მიგვანიშნებდეს, საშენი მასალა და მშენებლობის ტექნიკაა, რომლის მიხედვით თავდაპირველი ეკლესიის აგების თარიღად შეიძლება XV-XVI საუკუნეები (უფრო XVI საუკუნე) ვივარაუდოთ.        ეკლესიასთან ახლოს მცხოვრები ერთ-ერთი მაცხოვრებლის გადმოცემით, ვიდრე ეკლესიაში პურის საცხობს მოაწყობდნენ, დასავლეთ ფასადის წყობაში ჩართული ყოფილა მარმარილოს ფილა – მხედრული წარწერით, რომელშიც მოხსენიებული ყოფილა ეკლესიის განმაახლებელი ვინმე იმნაძე (სახელი არ ახსოვთ), და ასევე განახლების თარიღი – 1801 წელი. 9. ფიზიკური მდგომარეობა  9.1. ზოგადი შეფასება (კარგი, საშუალო, ცუდი, ძალიან ცუდი, დანგრეული) ძალიან ცუდი  9.2. მდგომარეობის მოკლე აღწერა მრავალი წლის განმავლობაში (1990-იანი წლების ნახევრამდე) ეკლესიაში განთავსებული იყო პურის საცხობი, რის გამოც შენობამ მნიშვნელოვანი დაზიანებები და სახეცვლილებები განიცადა. ამჟამად იგი მიტოვებულია და ნგრევის პირასაა მისული.  9.3. დაზიანების გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი X ადამიანის ზემოქმედება X სხვა კონკრეტული მიზეზი  9.4. მოსალოდნელი საშიშროება და ჩასატარებელი ღონისძიებები 10. მითითება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის შესახებ არსებულ დოკუმენტაციასა და ბიბლიოგრაფიაზე პასპორტი/ სააღრიცხვო ბარათი გრაფიკული მასალა ფოტოები ბიბლიოგრაფია 11. მითითებები კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთან/ძეგლთან დაკავშირებულ სხვა ობიექტთან/ძეგლის სააღ რიცხვო დოკუმენტაციაზე დაკავშირებულ უძრავ ობიექტთა/ძეგლთა პასპორტები/სააღრიცხვო ბარათები ობიექტში/ძეგლში დაცულ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტთა/ძეგლთა პასპორტები/სააღრიცხვო ბარათები სხვა დოკუმენტები 12. დამატებითი ინფორმაცია 13. ბარათის შემდგენელი ზურაბ ცერცვაძე 14. სააღრიცხვო ბარათის შედგენის თარიღი 04.09.2013