სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №278
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.017898
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №278
2014 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად დამტკიცდეს:
ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №1);
ბ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №2);
გ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №3);
დ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №4);
ე) მოტოციკლის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი №5);
ვ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №6);
ზ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №7);
თ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი №8);
ი) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №9);
კ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) - ტიპი №2 (დანართი №10);
ლ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ნიმუში (დანართი №11);
მ) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №12);
ნ) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №13);
ო) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი №14);
პ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №15);
ჟ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №16);
რ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი №17);
ს) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №18);
ტ) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №19);
უ) ავტომობილის შიდა ტრანზიტის ნიმუში (დანართი №20);
ფ) მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუში (დანართი №21);
ქ) ტრანზიტული ნომრის ნიმუში (დანართი №22);
ღ) „TEST“ ნომრის ნიმუში (დანართი №23);
ყ) სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუში (დანართი №24);
შ) მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერსა (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და შიდა ტრანზიტზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუში (დანართი №25);
ჩ) გაყალბებისაგან დამცავი ჰოლოგრამის ნიმუში (დანართი №26);
ც) სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), შიდა ტრანზიტისა და „TEST“ ნომრის ტექნიკური მახასიათებლები და გაყალბებისაგან დამცავი საშუალებები (დანართი №27).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული და იურიდიული ძალის მქონე ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“-„ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2020 წლის 1 სექტემბრამდე;
ბ) „უ“-„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სარეგისტრაციო ნიშნებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ მიმოქცევაში არსებობის ვადით.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, 2014 წლის 1 სექტემბრიდან სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს, მხოლოდ ამ დადგენილებით დამტკიცებული ნიმუშების შესაბამის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის დამზადება/გაცემა.
4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ნიმუშების სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის დამზადებისათვის/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 2🔗
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი