საქართველოს ვეტერან სპორტსმენთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
მიღების თარიღი 21.05.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №344
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 29/05/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.05.1998 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ვეტერან სპორტსმენთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №344
1998 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ვეტერან სპორტსმენთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მიღწეული მაღალი სპორტული მაჩვენებლებისა და სპეციალისტთა აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:
ლერი გოგოლაძე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის მრავალგზის პრიზიორი წყალბურთში.
ნადეჟდა დვალიშვილი – საქართველოს ფიზიკური კულტურის ტექნიკუმის მასწავლებელი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ექსრეკორდსმენი სიგრძეზე ხტომაში.
ფირუზ მარტყოფლიშვილი – საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ევროპისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში.
ვიქტორ სანაევი – ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი სამმაგ ხტომაში, სპორტის დამსახურებული ოსტატი.
ოთარ ქორქია – ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი კალათბურთში, სპორტის დამსახურებული ოსტატი.
რობერტ შავლაყაძე – ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.
ე. შევარდნაძე