სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№02/2087
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

 

2014 წლის 13 მაისს, 11:00 საათზე, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას №14-ში მოწვეულია სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება.

 

დღის წესრიგი:

1.    სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ დირექტორატის მიერ 2013 წელს გაწეული სამუშაოს თაობაზე   ანგარიშის დამტკიცების შესახებ;

2.    სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2013 წელს გაწეული სამუშაოს თაობაზე   ანგარიშის დამტკიცების შესახებ;

3.    სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ 2013 წლის წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისა  და სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ გარე აუდიტორის EY Georgia LLC -ის  2013 წლის ანგარიშის განხილვის შესახებ;

4.    სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ მიერ 2013 წელს მიღებული მოგების განაწილებისა და დივიდენდების გაცემის  შესახებ;

5.    სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ 2014 წლის წლიური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად გარე აუდიტორის დამტკიცების შესახებ;

6.    სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ.

 

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე:  2 24-24-24 (271).

 

სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 2014 წლის 10 აპრილი.

 

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს მხარი დაუჭირონ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

 

აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ სს „კავკასრეესტრში“,  მისამართი ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ. 2 22–07–18.

 

 

გენერალური  დირექტორი               ა. კონცელიძე