აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1164 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად – მეურვედ ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინოს გიორგი კოხრეიძის კანდიდატურა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2014 წლის 9 აპრილი
№101-უ.ს.რ.ს.