„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№115
სარეგისტრაციო კოდი
390010000.22.023.016239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №115

2014 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 390010000.22.023.016150) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლის „ნ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან/და გამოყოფა, დახურვა, გაუქმება, გახსნაზე თანხმობის გაცემა;“

2. დებულების მე-4  მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დადგენილი წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომლების სამსახურებრივი მივლინების შესახებ. სამსახურებრივი მივლინებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი სადღეღამისო ხარჯების ნორმის ფარგლებს გარეთ, ზეგანაკვეთურ საათებში, მათ შორის ღამის ცვლაში, უქმე და დასვენების დღეებში მუშაობისათვის სააგენტოს თანამშრომლებისთვის განსაზღვრავს დამატებით ანაზღაურებას;“

3. დებულების მე-4  მუხლის მე-4 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ხელს აწერს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემდეგ მათი აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციულ მიწერილობებს, ასევე სასამართლო საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;“

4. დებულების მე-4  მუხლის   მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტოს უფროსი განსაზღვრავს თავისი მოადგილეებისა და მთავარი მეტყევის კურაციაში შემავალ სფეროებს, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას.“

5. დებულების მე-4  მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მთავარ მეტყევეს სააგენტოს უფროსის წარდგინებით დადგენილი წესით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი, ხოლო უფროს მეტყევეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სააგენტოს უფროსი.“

6. დებულების მე-4  მუხლის   მე-11 პუნქტის  „ბ“ და  „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტყის აღრიცხვის, ტყითსარგებლობისა და ტყის მოვლა - აღდგენის ორგანიზება;

გ) ტყის მოვლა-აღდგენის, მავნებელ - დაავადებებთან ბრძოლის და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად შემუშავებული წინადადებების განხილვის ორგანიზება;“

7. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ინფორმაციული  ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტი.“

8. დებულების მე-6 მუხლის ,,ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სააგენტოს ტყითსარგებლობის დეპარტამენტთან ერთად ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების შედგენა-განხილვის ორგანიზება, ტყითსარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის ტექნიკური დავალების შემუშავება;“

9. დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ და ,,მ“ პუნქტები:

,,ლ) დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“

10. დებულების მე-7 მუხლის ,,თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;“

11. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ პუნქტი:

,,ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება“.

12. დებულების მე-8 მუხლის ,,თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;“

13. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ პუნქტი:

,,ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“

14. დებულების მე-9 მუხლის ,,მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;“

15. დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ პუნქტი:

,,ნ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“

16. დებულების მე-10 მუხლის ,,ლ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;“

17. დებულების მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ პუნქტი:

,,მ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“

18. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. ინფორმაციული  ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტი

ინფორმაციული ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენეტის უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს ეფექტური და გამართული ფუნქციონირების მიზნით ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შემუშავების ორგანიზება;

ბ) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებისათვის, ასევე ახალი პროგრამული მოდულების შემუშავებისა და/ან ცვლილებების შეტანისათვის წინადადებების მომზადება;

გ) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში მომხმარებელთა დაშვებების უზრუნველყოფა ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, სისტემის მომხმარებელთათვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარებების გაწევა;

დ) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში კონსოლიდირებულ მონაცემთა საფუძველზე საცნობარო და/ან ანალიტიკური ანგარიშების შემუშავება და მართვა;

ე) სააგენტოს კომპეტენციას განკუთვნილი სხვა მონაცემების, მათ შორის, ტყის მდგომარეობის ამსახველი მონაცემების სისტემატიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ორგანიზება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენისა და/ან გამოთხოვის ორგანიზება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მართვის, ასევე სააგენტოს კომპეტენციას განკუთვნილი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზნით, ტერიტორიული ორგანოების (ანალიტიკოსების) საქმიანობის კოორდინაცია;

თ) სამოქმედო გეგმის შემუშავების ორგანიზება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

ი) ტყითსარგებლობის სფეროში რისკების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავებისა და რისკების მართვის პროგრამის ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

კ) სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;

ლ) რეგულარული (მათ შორის, ოპერატიული) საინფორმაციო - ანალიტიკური მასალების მომზადება;

მ) საინფორმაციო - საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო, ეფექტური ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ო) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ ტყითსარგებლობის პირობების შესრულებაზე კონტროლი;

 პ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ჟ)  სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;

 რ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა, რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა, გარდა ამ მუხლის „უ“ პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა;

ს)  სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ტ) სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე მის მიერ გამოვლენილი,  ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის;

უ) სააგენტოს მთავარი მეტყევის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ტერიტორიული სამსახურის უფროსის, უფროსი მეტყევის მიერ ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენისას, შესაბამის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნა;

ფ) ყოველი თვის დასაწყისში,  გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (სამინისტროს შიდა აუდიტთან შეთანხმებული ფორმით) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნა;

ქ)  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება - მოვალეობების განხორციელება."

19. დებულების მე-13  მუხლის   მე-2 პუნქტის „ზ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ანგარიშს აბარებს სააგენტოს უფროსს, კურატორ უფროსის მოადგილეს, მთავარ მეტყევეს;“

20. დებულების დანართი 1-ის მე-3 მუხლის „ტ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) შესაბამისი აქტების დამტკიცებამდე (ხელმოწერამდე) ტყეკაფის მონიშვნასთან ან/და გამოყოფასთან,  დახურვასთან, გაუქმებასთან, ასევე  გახსნაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმება. ტყითმოსარგებლის მიერ წარდგენილი ტყეკაფის მონიშვნის მასალების კამერალური შემოწმებისას შეუსაბამობის ან დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გამოყოფილი ტყეკაფის საველე შემოწმება, ლიცენზიის მფლობელის მიერ გამოყოფილ ტყეკაფში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის მასალების გადაგზავნა სალიცენზიო პირობების კონტროლის განმახორციელებელ შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოსთვის;“

21. დებულების დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სატყეო სამსახურში მომზადებულ სასამართლო საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს. ამზადებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემდეგ მათი აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობების პროექტებს;“

22. დებულების დანართი 1-ის მე-4 მუხლის  მე-4  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) ტყეკაფების მონიშვნასთან ან/და გამოყოფასთან, გახსნასთან, დახურვასთან, გაუქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების, ასევე ტყეკაფების მონიშვნის მასალების დოკუმენტური შემოწმებისა და გამოყოფილი ტყეკაფების ათვისების კონტროლის ორგანიზება;“

23. დებულების დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მთავარი მეტყევისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნისამებრ მომზადება და მიწოდება;“

24. დებულების დანართი 1-ის  მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უფროსი მეტყევე ანგარიშვალდებულია სატყეო სამსახურის უფროსის  წინაშე.“

25. დებულების დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) სატყეო უბნის ტერიტორიაზე ახორციელებს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას. სატყეო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ასევე, უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, ასევე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების, ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის ან/და თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;“

26. დებულების დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტყეკაფების მონიშვნასთან ან/და გამოყოფასთან, დახურვასთან, გაუქმებასთან, გახსნაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა ან მათში მონაწილეობის მიღება;“

27. დებულების დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ტყეკაფების მონიშვნის ან/და გამოყოფის, დახურვის, გაუქმების ღონისძიებებში მონაწილეობა;“

28. დებულების დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:

,,ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის, ,,უფროსი მეტყევისა” და სატყეო უბნის უფროსის სხვა დავალებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე