აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.04.2014
ძალის დაკარგვა 22.10.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №112
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,827 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.04.2014 მიღება
22.10.2018 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №112 2014 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრი                                                                      ქეთევან ბაკარაძე დანართი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 2.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, სამედიცინო განათლება ან განათლება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში); ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას; გ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, აქედან არანაკლებ 2 წელი საჯარო სექტორში;  დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი); ე) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 2.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV თავი); ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ლ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა დ საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; მ) „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილება; ნ) „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილება; ო) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“  2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება; პ) „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება; ჟ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის  №145 დადგენილება; რ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 3.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, სამედიცინო განათლება ან განათლება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში); ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას; გ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან არანაკლებ 1 წელი საჯარო სექტორში;  დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი); ე) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 3.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV თავი); ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა დ საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; ლ) „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილება; მ) „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილება; ნ) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“  2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება; ო) „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება; პ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის  №145 დადგენილება; ჟ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 4.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (სამედიცინო განათლება ან განათლება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში); ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას; გ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel,ინტერნეტი); დ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას. 4.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV თავი); ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილება; ზ) „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილება; თ) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“  2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება; ი) „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება; კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 5.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან განათლება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში); ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას; გ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, აქედან არანაკლებ 2 წელი საჯარო სექტორში;  დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი); ე) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 5.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV თავი); ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა დ საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; კ) „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილება; ლ) „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილება; მ) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“  2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება; ნ) „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება; ო) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 6.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან განათლება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში); ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას; გ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან არანაკლებ 1 წელი საჯარო სექტორში;  დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი); ე) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 6.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. ე) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV თავი); ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა დ საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; კ) „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილება; ლ) „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილება; მ) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“  2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება; ნ) „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება; ო) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 7.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება  (სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან განათლება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში); ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას; გ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი); დ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას. 7.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აფხაზეთის კონსტიტუცია; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV თავი); დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილება; ზ) „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილება; თ) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“  2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება; ი) „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება; კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება. 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 8.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, სასურველია იურიდიული განათლება); ბ)  სასურველია უცხო ენის ცოდნა; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;  დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი); ე) საჯარო სამსახურში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 8.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს შრომის კოდექსი“; ე)  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. ლ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; მ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;  ნ) „დაწესებულებათა არქივების მუშაობის  წესების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174  ბრძანება; ო) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება. 9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 9.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, სასურველია იურიდიული განათლება); ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;  დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი); ე) საჯარო სამსახურში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 9.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. ზ) საქართველოს შრომის კოდექსი; თ)  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი)  „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონი; კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; ლ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; მ) „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი; ნ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება. 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია  შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 10.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება); ბ)  სასურველია უცხო ენის ცოდნა; გ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი); დ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას; ე) უპირატესობა მიენიჭება საარქივო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილებას. 10.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ)  „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონი; ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა დ საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; თ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;  ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“. 11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის  უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 11.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული), ეკონომიკური ან/და ფინანსების განხრით; ბ)  მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;  გ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას; დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი); ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გაჩნია ელექტრონულ ხაზინასთან მუშაობის გამოცდილება. 11.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV თავი); გ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ვ)  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება; თ) ინსტრუქცია „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №14 ბრძანება; ი) ინსტრუქცია სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანება); კ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ლ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება. 12. აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 12.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან/და ფინანსების განხრით); ბ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას; გ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი); დ) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გაჩნია ელექტრონულ ხაზინასთან მუშაობის გამოცდილება. 12.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV თავი); ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ზ) ინსტრუქცია „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №14 ბრძანება; თ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება.