საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის შემმუშავებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №144
სარეგისტრაციო კოდი 010210050.08.002.016928
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.04.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| მარინე ჭყონია | - |
| ალექსანდრე მირიანაშვილი | - |
| თენგიზ ნასარიძე | - |
| იოსებ ოქრომელიძე | - |
| თამაზ ნინუა | - |
| საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის შემმუშავებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №144
2014 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის შემმუშავებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის შემმუშავებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მარინე ჭყონია
-
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსანდრე მირიანაშვილი
-
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
თენგიზ ნასარიძე
-
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი
იოსებ ოქრომელიძე
-
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესყიდვების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი
თამაზ ნინუა
-
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი.
მუხლი 2🔗
კომისიაში მონაწილეობა ეთხოვოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.
მუხლი 3🔗
კომისიის მუშაობის ვადა განისაზღვროს 4 თვით.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის შემმუშავებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 5🔗
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის შემმუშავებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის შემმუშავებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისია (შემდეგში – კომისია) იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. კომისიის უფლებამოსილება და სტატუსი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის სტრუქტურა
1. კომისიის საქმიანობასა და სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის შემადგენლობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
3. კომისიის საქმიანობაში კომისიის თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, უწყებების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას განახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 3🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანაა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განსახილველად წარუდგინოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის პროექტი.
მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია
1. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ორჯერ.
2. კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება კომისიის სხდომა საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
3. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისია კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის და საქართველოს მთავრობისათვის;
5. კომისია უფლებამოსილია თუ ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ღია კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომაზე საკითხის ინიცირების უფლება აქვთ:
ა) კომისიის თავმჯდომარეს;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს;
გ) კომისიის წევრებს.
7. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.
მუხლი 5🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.