📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე

მიღების თარიღი 11.04.2014
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2014
matsne.gov.ge 612 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ხაბურზანია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2014 წლის 11 აპრილი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​2 მუხლისა და  ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის  10 დეკემბრის №328  დადგენილების შესაბამისად,    სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური, საწყისი  საპრივატიზებო საფასური და სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური საფასური დანართი №1-ის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge., 03/06/2011. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016053). 3. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური, საწყისი საპრივატიზებო საფასური და  სარგებლობაში  გადაცემის  საწყისი წლიური საფასური მუხლი 1🔗. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური და საწყისი საპრივატიზებო საფასური 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის  და საწყისი საპრივატიზებო საფასური უპირობო აუქციონის შემთხვევაში განისაზღვროს  არანაკლებ  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო  პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში  შესაძლოა განისაზღვროს  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით. 2. ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი  საპრივატიზებო თანხის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე  ნაკლები ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ინფორმაცია ყოველ კონკრეტულ  შემთხვევაში წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   მოწონებისათვის. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკრეტული   შერჩევის  საფუძველზე   პირდაპირი  მიყიდვის  ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური  განისაზღვრება  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ. 4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას   საწყისი  საპრივატიზებო  თანხა   განისაზღვროს  ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 5. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის  პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკრეტული   შერჩევის  საფუძველზე   პირდაპირი  მიყიდვის  ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ. 6. სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საზოგადოებების წილების/აქციების  საწყისი საპრივატიზებო თანხა  უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობის, საწარმოს კაპიტალის ან არანაკლებ საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებისა (საწარმოს აქტივებისა და და ვალდებულებების ღირებულებებს შორის სხვაობა), ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნბის საფუძველზე დადგენილ ფასზე, საწარმო კაპიტალის ან საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით. 7. სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საზოგადოებების წილების/აქციების  პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკრეტული   შერჩევის  საფუძველზე  პირდაპირი  მიყიდვის  ფორმით  პრივატიზებისას  წილების/აქციების  საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ.           მუხლი 2🔗. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების    სარგებლობაში  გადაცემის  საწყისი წლიური საფასური                                                                                                                                                                                 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვროს  ამ  მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად  განსაზღვრული  საწყისი საპრივატიზებო  თანხის არანაკლებ 5 %-ის ოდენობით. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს  ამ მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად დადეგნილი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის წლირ საფასურზე ნაკლები ოდენობით. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში აუქციონის გარეშე  გადაცემისას    ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. მუხლი 3🔗. საწყისი საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის  საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ან სარგებლობაში გადაცემისას,  თუ არ მოხდა აუქციონზე  გატანილი ქონების პრივატიზება ან სარგებლობაში გადაცემა,  მისი საწყისი საპრივატიზებო   საფასური/საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური  განმეორებით აუქციონზე  შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ განმეორებით აუქციონზეც  არ  განიკარგა ან არ გადაიცა სარგებლობაში, საწყისი საპრივატიზებო  საფასური/საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.