სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016147
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2014 წლის 11 აპრილი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლისა და  ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის  10 დეკემბრის №328  დადგენილების შესაბამისად,

 

   სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


1. დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური, საწყისი  საპრივატიზებო საფასური და სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური საფასური დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge., 03/06/2011. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016053).
3. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია



დანართი №1

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური, საწყისი საპრივატიზებო საფასური და  სარგებლობაში  გადაცემის  საწყისი წლიური საფასური

 

მუხლი 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური და საწყისი საპრივატიზებო საფასური
1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის  და საწყისი საპრივატიზებო საფასური უპირობო აუქციონის შემთხვევაში განისაზღვროს  არანაკლებ  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო  პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში  შესაძლოა განისაზღვროს  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით.
2. ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი  საპრივატიზებო თანხის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე  ნაკლები ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ინფორმაცია ყოველ კონკრეტულ  შემთხვევაში წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   მოწონებისათვის.
3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკრეტული   შერჩევის  საფუძველზე   პირდაპირი  მიყიდვის  ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური  განისაზღვრება  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ.
4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას   საწყისი  საპრივატიზებო  თანხა   განისაზღვროს  ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის  პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკრეტული   შერჩევის  საფუძველზე   პირდაპირი  მიყიდვის  ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ.
6. სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საზოგადოებების წილების/აქციების  საწყისი საპრივატიზებო თანხა  უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობის, საწარმოს კაპიტალის ან არანაკლებ საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებისა (საწარმოს აქტივებისა და და ვალდებულებების ღირებულებებს შორის სხვაობა), ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნბის საფუძველზე დადგენილ ფასზე, საწარმო კაპიტალის ან საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით.
7. სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საზოგადოებების წილების/აქციების  პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკრეტული   შერჩევის  საფუძველზე  პირდაპირი  მიყიდვის  ფორმით  პრივატიზებისას  წილების/აქციების  საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ.          

 


მუხლი 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების    სარგებლობაში  გადაცემის  საწყისი წლიური საფასური                                                                                                                                                                                
1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვროს  ამ  მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად  განსაზღვრული  საწყისი საპრივატიზებო  თანხის არანაკლებ 5 %-ის ოდენობით.
2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს  ამ მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად დადეგნილი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის წლირ საფასურზე ნაკლები ოდენობით.
3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში აუქციონის გარეშე  გადაცემისას    ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

მუხლი 3. საწყისი საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის  საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს
სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ან სარგებლობაში გადაცემისას,  თუ არ მოხდა აუქციონზე  გატანილი ქონების პრივატიზება ან სარგებლობაში გადაცემა,  მისი საწყისი საპრივატიზებო   საფასური/საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური  განმეორებით აუქციონზე  შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ განმეორებით აუქციონზეც  არ  განიკარგა ან არ გადაიცა სარგებლობაში, საწყისი საპრივატიზებო  საფასური/საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

 



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.04.2014.
როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე“?
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე“ მიღებულია 11.04.2014. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.108.016147.
რამდენი მუხლისგან შედგება „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე“, №12, 11.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016147 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2318998/