შეთანხმება „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „ბორჩხა-ახალციხის" ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ

მიღების თარიღი 20.01.2012
ძალაში შესვლა 25.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/160
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2014
matsne.gov.ge 3,315 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2012 მიღება
25.03.2014 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „ბორჩხა-ახალციხის" ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „ახალციხე-ბორჩხას" ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ პრეამბულა საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა (შემდგომში ინდივიდუალურად, როგორც “მხარე”, ხოლო ერთობლივად, როგორც “მხარეები” ან “საქართველო” და “თურქეთის რესპუბლიკა” საჭიროების შესაბამისად), გამოხატავენ რა სურვილს, გააძლიერონ მხარეთა შორის სოციალური, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობა და მდგრადი განვითარება რეგიონში, აცხადებენ რა, მზადყოფნას მიიღონ ზომები ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის წახალისების მიზნით და სახელმწიფო და კერძო ობიექტების მეშვეობით ხელი შეუწყონ ინვესტიციის განხორციელებას თანაბარ და არადისკრიმინაციულ პირობებში ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის განხორციელების სფეროებში, აღიარებენ რა, არსებული და პერსპექტიული ურთიერთდამაკავშირებელი ხაზების მეშვეობით უწყვეტ და შეუფერხებელ ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის მნიშვნელობას, ითვალისწინებენ რა, 2007 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახით) თურქეთის და რესპუბლიკის მთავრობას (წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახით) შორის ურთიერთდამაკავშირებელ სისტემის შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ხელმოწერილ იქნა ქ. ანკარაში, ასევე 2009 წლის 29 ივლისს ელექტროენერგიის ურთიერთდამაკავშირებელი სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას (წარმოდგენილნი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახით) შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ხელმოწერილ იქნა ქ. ანკარაში და 2010 წლის 29 სექტემბერს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას (წარმოდგენილნი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახით) შორის ურთიერთდამაკავშირებელ სისტემასთან დაკავშირებით დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ხელმოწერილ იქნა ქ. სტამბულში, აგრეთვე 2009 წლის 9 სექტემბრის ახალციხე-ბორჩხას 400 კვ. ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას და 2010 წლის 29 ივლისის GES და TEIAS  შორის განზრახულობის წერილს ურთიერთდამაკავშირებელი სისტემის შესახებ შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით. გადაწყვიტეს, მიიღონ შესაბამისი მარეგულირებელი ნორმები, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, საკუთარ საზღვრებზე ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ხელშეწყობას და რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას, ასევე სტაბილური და ხელსაყრელი პირობების შექმნას, შეთანხმდნენ რა, აღნიშნული მიზნების შესრულების შესაბამისად გააფორმონ შემდეგი შეთანხმება (შემდგომში წოდებული, როგორც ეს შეთანხმება). მუხლი 1🔗 განმარტებები და ინტერპრეტაცია განმარტებები „სიმძლავრის გადანაწილება” ან “ALC” მეგავატების შემთხვევაში გულისხმობს შესაბამისი ურთიერთდამაკავშირებელი ხაზისათვის გადანაწილებული მთლიანი სიმძლავრის რაოდენობას. „ხელმისაწვდომი გადამცემი სიმძლავრე” ან “ATC” გულისხმობს NTC-ის ნაწილს, რომელიც შემდგომი კომერციული საქმიანობებისათვის ყოველი გადანაწილების ფაზის შემდეგ რჩება ხელმისაწვდომი და შეთავაზებულია მომხმარებლებისათვის ასათვისებლად.  ATC გამოითვლება, როგორც ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის გამტარუნარიანობას გამოკლებული არახელმისაწვდომი სიმძლავრე. „ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზი” წარმოადგენს 400 კვ. გადამცემი სისტემის ურთიერთდამაკავშირებელ ხაზს, რომელზეც, არსებული შეთანხმებების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ ააშენონ ბორჩხასა (თურქეთის რესპუბლიკა) და ახალციხეს (საქართველო) შორის, რომელიც იქნება ელექტროენერგიის ტრანს-სასაზღვრო გადამცემი საშუალება და მოიცავს მუდმივი დენის ჩანართს და არსებული შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა დანადგარებს,  და რომელიც აშენებულ იქნება ENTSO-E ს მოთხოვნების შესაბამისად. „კომერციული გადაცემის უფლების მესაკუთრე” წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს უფლება გამოიყენოს ურთიერთდამაკავშირებელი სიმძლავრე ელექტროენერგიის გაცვლის მიზნით, განსაზღვრული მეგავატებით~. „ელექტროენერგიის ურთიერთდაკავშირების შეთანხმებები” გულისხმობს   ურთიერთდამაკავშირებელი ინფრასტრუქტურების ოპერირების შესახებ შეთანხმებას და ყველა სხვა შეთანხმებებს  TEIAS-ს, GSE-სსა და  ETს შორის, რომელიც უკავშირდება ახალციხე-ბორჩხას დამაკავშირებელი ხაზის ოპერირებას, მასზე სიმძლავრის გადანაწილებასა და დისპეტჩერიზაციას. „ელექტროენერგიით ვაჭრობა” გულისხმობს თურქეთის რესპუბლიკაში ან საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვას, ასევე ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით ერთი ქვეყნიდან მეორეში ტრანსპორტირებულ ელექტროენერგიას. „ENTSO-E” წარმოადგენს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპულ ქსელს. „ET” გულისხმობს შპს “ენერგოტრანსს”, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე  ფლობს და აკონტროლებს გადამცემი სისტემის ნაწილს, რომელიც მოიცავს “ახალციხე-ბორჩხას” ურთიერთდამაკავშირებელ ხაზს, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და თურქეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს. „არსებული შეთანხმებები” გულისხმობს იმ შეთანხმებებს, რომელიც აღწერილია პრეამბულაში. „ფორს მაჟორის” მნიშვნელობა განმარტებულია 9.2 მუხლში. „GSE” გულისხმობს შპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორს. იგი ფლობს და აკონტროლებს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ნაწილს, ასევე ახორციელებს დისპეჩერიზაციას და აკონტროლებს მთლიან საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას, რომელიც ასევე მოიცავს “ახალციხე-ბორჩხას” ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზე, და რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და თურქეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს. „ურთიერთდამაკავშირებელი ოპერირების შეთანხმება” გულისხმობს აღნიშნული შეთანხმების მე-8 მუხლში ნახსენებ ხელშეკრულებას GSE-ს, ET-სსა და  TEIAS-ს შორის. „ერთობლივი კომიტეტი” გულისხმობს ერთობლივ კომიტეტს, რომელიც დაფუძნებული და რეგულირებულია მე-10  მუხლის შესაბამისად. „კანონები და რეგულაციები” გულისხმობს თითოეული მხარის კანონებსა და რეგულაციებს, პრეზიდენტისა და მთავრობის განკარგულებებს, აქტებს, კანონქვემდებარე აქტებს, მინისტრთა ბრძანებების, დადგენილებებისა და ყველა იმ დანარჩენი ინსტრუმენტის ჩათვლით, რომელთაც კანონის ძალა აქვთ. „განზრახულობის წერილი” გულისხმობს 2010 წლის 29 ივლისის განზრახულობის წერილს, რომელიც GSE-ისა და TEIAS-ის პოზიციებს ასახავს, “ურთიერთდამაკავშირებელი ინფრასტრუქტურების ოპერირების შესახებ შეთანხმების” პროექტისა (400კვ-იანი ახალციხე-ბორჩხას გადამცემი ხაზის შესახებ) და მუდმივი დენის ჩანართის სტაბილური მუშაობის  შესახებ. „ქსელის გამტარუნარიანობა” (NTC) გულისხმობს ელექტროენერგიის გაცვლის მთლიან პროგრამას (ახალციხე-ბორჩხას გადამცემი ხაზის მეშვეობით) ორ, ურთიერთდაკავშირებულ გადამცემ სისტემას შორის, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი გადამცემი სისტემების მიერ გარკვეული დროის პერიოდისათვის აქტიური სიმძლავრის ნაკადის მიმართულებით დაწესებულ უსაფრთოხების სტანდარტებს. „არახელმისაწვდომი სიმძლავრე” (NAC) ნიშნავს, რომ ახალციხე-ბორჩხას გადამცემი ხაზის NTC-ის ნაწილი, ორივე მხარის სისტემათა ოპერატორების ერთობლივი შეთანხმებით, კომერციული გადაცემის უფლების მფლობელისთვის არ არის ხელმისაწვდომი, იმ სპეციფიკური ტექნიკური და უსაფრთხოების პრობლემების გამო, რომელთა მოგვარებაც დაუყოვნებლივ შეუძლებელია. „განახლებადი ენერგიის წყარო” გულისხმობს წყაროს, რომელიც ენერგიას ბუნებრივად რეგენერაციული, მუდმივმოქმედი პროცესების შედეგად გამოიმუშავებს, მაგალითად ჩამოდინებული წყალი (ჰიდროელექტრო ენერგია), მზის სინათლე (მზის ენერგია), ქარი (ქარის ენერგია), ტალღის ენერგია, ბიოლოგიური პროცესები, მაგალითად, ანაერობული ცვლა, გეოთერმული სითბოს ნაკადი და ა.შ. „მოკლევადიანი გადაყიდვა და ხელახალი განაწილება” გულისხმობს კომერციული გადაცემის უფლების მფლობელის მიერ მიკუთვნებული სიმძლავრის გარკვეული დოის მანძილზე არაეფექტურად, ან საერთოდ გამოუყენებლობის შემთხვევაში, ამ სიმძლავრის სხვა, პოტენციური კომერციული გადაცემის უფლების მქონისათვის განაწილებას. „სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანო” გულისხმობს ნებისმიერი მხარის სახელმწიფო, რეგიონალურ, ან ადგილობრივ სახელისუფლო ორგანოს, სამინისტროს, დეპარტამენტს ან მარეგულირებელ, სამეთვალყურეო, კომპეტენტურ ორგანოს, პოლიტიკურ ქვედანაყოფს, სააგენტოს ან სასამართლო ორგანოს. „სახელმწიფო ორგანიზაცია”  გულისხმობს ნებისმიერ ორგანიზაციას (მათ შორის კომპანია, კორპორაცია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, პარტნიორობა, შეზღუდული პარტნიორობა, საწარმო, ერთობლივი საწარმო, არაკომბინირებული  ერთობლივი საწარმო, ასოციაცია, მინდობილი ან სხვა იურიდიული პირი, ორგანიზაცია ან საწარმო, რომელიც MმოწყობილიაAნებისმიერი ქვეყნის ან ქვედანაყოფის კანონების შესაბამისად), რომელშიც ხელშეკრულების რომელიმე მხარე ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს, გააჩნია მსგავსი ეკონომიკური დაინტერესება, ან შეუძლია ამ ორგანიზაციის მენეჯმენტისა და პოლიტიკაში ჩარევა (პირდაპირ ან ირიბად). „სისტემის ოპერატორი” გულისხმობს გადამცემი სისტემის, მათ შორის, ახალციხე-ბორჩხას გადამცემი ხაზის ოპერატორს. „TEIAS” თურქეთის  ელექტროენერგიის გადაცემის კორპორაციაა, რომელიც ბაზრისა და თურქეთის გადაცემის სისტემის ოპერატორს წარმოადგენს. იგი ფლობს და აკონტროლებს თურქეთის გადაცემის სიტემას და ახორციელებს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიულ კონტროლსა და  დისპეტჩერიზაციას, მათ შორის, საქართველოსა და თურქეთის ელექტრო სისტემების დამაკავშირებელ ახალციხე-ბორჩხას გადამცემი ხაზის თურქულ ტერიტორიაზე მდებარე ნაწილის კონტროლს.  „ ტერიტორია” ნებისმიერ მხარესთან მიმართებაში გულისხმობს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო სივრცეს, სანაპირო ნაწილს, და თითოეული მათგანის თავზე მდებარე საჰაერო სივრცეს, რომელზეც ვრცელდება ამ მხარის იურისდიქცია და სადაც ეს მხარე იყენებს სუვერენულ უფლებებს, საერთაშორისო საჯარო სამართლის შესაბამისად. „გადაცემის უფლებები” გულისხმობს კომერციული გადაცემის უფლების მფლობელის უფლებამოსილებას, მთლიანი ახალციხე-ბორჩხას ხაზის, ან მისი მონაკვეთის მეშევობით განახორციელოს ელექტროენერგიის ტრანსპორტირება. „გადაცემის სისტემა” გულისხმობს მაღალი ძაბვის სახელმწიფო გადამცემ სისტემას, მასთან დაკავშირებული ყველა ინფრასტრუქტურული ერთეულით. „ტრანსპორტირება” გულისხმობს ელექტროენერგიის გადაცემას ნებისმიერი კანონიერი გარიგებით ან უფლების მინიჭებით. „გამოყენების პერიოდი” გულისხმობს ახალციხე-ბორჩხას გადამცემი ხაზის  განაწილებული სიმძლავრის (ALC) შესაბამისი ნაწილის კომერციული გადაცემის უფლების მქონისათვის გადანაწილების პერიოდს. ინტერპრეტაცია a) აღნიშნული შეთანხმების მუხლებად, პუნქტებად და სხვა ნაწილებად დაყოფა, ასევე სათაურების ჩასმა, ემსახურება მხოლოდ მითითებების მოხერხებულობას და გავლენას არ იქონიებს შინაარსზე და ინტერპრეტაციაზე.  b) თუ სხვაგვარად არ არის აღნიშნული, კონკრეტული მუხლის ან შესავალის მითითება მხოლოდ აღნიშნული შეთანხმების კონკრეტულ მუხლსა და შესავალს ეხება.   c) ტერმინები “აღნიშნული შეთანხმება”, “ამასთან”, “აქედან გამომდინარე” და "შემდგომში”, ეხება აღნიშნულ შეთანხმებას და არა მის რომელიმე მუხლს, ნაწილს ან დანაყოფს. d) თუ სხვაგვარი Mმითითება არ არსებობს, ან თუ კონტექსტი ამას მოითხოვს, მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები მრავლობით რიცხვსაც გულისხმობს, და –პირიქით. e) სქესის აღმნიშვნელი სიტყვები, გულისხმობს ყველა სქესს. f) სიტყვებს “მოიცავს”, “შედის”, “მათ შორის” იგულისხმება, რომ უნდა მოჰყვებოდეს სიტყვა - “შეზღუდვის გარეშე”. g) თითოეული მითითება შეთანხმებაზე, მათ შორის არსებულ ხელშეკრულებებსა და დოკუმენტზე, ნებისმიერ დროს გაგებული უნდა იქნეს როგორც მითითება შესაბამის ხელშეკრულებაზე ან დოკუმენტზე, რომელშიც შესაძლოა შესულია ცვლილება მისი პირობების თანახმად. h) აღნიშნულ შეთანხმებაში პერიოდის ან დროის პერიოდების მითითებისას, აღნიშნული პერიოდები საეჭვოობისას უნდა დასრულდეს შესაბამისი პერიოდის ბოლო დღის ღამის 12 საათზე, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული. i) იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ერთი მხარის მიერ მეორე მხარის თანხმობის ან დასტურის მიღება, ასეთი თანხმობა ან დასტური დაუსაბუთებლად არ უნდა იქნას შეფერხებული ან გადავადებული.   მუხლი 2🔗 შეთანხმების საგანი და ფარგლები 1. წინამდებარე შეთანხმება განსაზღვრავს იმ პრინციპებს, რომლებზეც  დამყარებულია მხარეთა ვალდებულება, ხელი შეუწყონ ახალციხე-ბორჩხას  ურთიერთდამაკავშირებელი გადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიის ვაჭრობას და რომლის საფუძველზეც მათ, ან მათ მიერ უფლებამოსილმა სახელმწიფო საწარმოებმა უნდა აწარმოონ მოლაპარაკება ურთიერთდამაკავშირებელი ინფრასტრუქტურების ოპერირების შესახებ მერვე მუხლში აღწერილი შეთანხმების დადებისა და უერთიერთდამაკავშირებელი ხაზის შესახებ იმ ხელშეკრულებების დადების მიზნით, რომლებიც მიმართულია ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის ეფექტური და ურთიერთსასარგებლო ოპერირებისაკენ. 2. ეს პრინციპები მოიცავს, საერთაშორისო დონეზე მიღებული  წესების გამოყენებას, რომლებიც გათვალისწინებულია იმ  საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირების ხელშეკრულებებში, რომელთა ხელმომწერსაც წარმოადგენს თითოეული მხარე. 3. წინამდებარე შეთანხმება ასახავს მხარეთა განზრახვას: a) ერთობლივად განახორციელონ ბაზრის და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის პირობების გაუმჯობესების მიზნით; და b) მიმართონ ძალისხმევა, რათა განახორციელონ არსებული გეგმების რეალიზება თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის საშუალებების განვითარების მიზნით. მუხლი 3🔗 მიზნები წინამდებარე შეთანმხმების მიზნებია: a) მხარეთა შორის სოციალურ, ეკონომიკურ და ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის გაზრდა და გაძლიერება,  საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კონკურენტუნარიან ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის წარმატებით განხორციელების მეშვეობით. b) ურთიერთდამაკავშირებელი საშუალებების ოპერირების მართვისთვის საჭირო შეთანხმებისა და პირობების განსაზღვრა, ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზით ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელების მიზნით. მუხლი 4🔗 შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან შეთანხმების მიმართება თითოეული მხარე ადასტურებს და იძლევა გარანტიებს: a) აღნიშნული შეთანხმების შესრულება შედის მათ კომპეტენციაში; b) წინამდებარე შეთანხმების პირობებსა და რომელიმე ეროვნულ კანონთან ან მარეგულირებელ წესთან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე შეთანხმების პირობებს. მუხლი 5🔗 შეთახმების შესრულება 1. მხარეები იღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისა და ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების  შექმნის მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ შემდეგი: წინამდებარე შეთანხმება და შეთანხმება ელექტროენერგიის ურთიერთდაკავშირების შესახებ სავალდებულო იყოს თითოეული ორგანოსათვის (მათ შორის ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო), რომელიც ლიცენზირებულია ან  მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალიწინებული ნებისმიერი ვალდებულება. აღნიშნული ეხება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას. 2. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს და ზედამხედველობა გაუწიოს, რომ კანონები ან სახელმწიფო ორგანოების მიერ შემუშვებული წესები/რეგულაციები ხელმისაწვდომს ხდიდნენ ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის სიმძლავრის მაქსიმალური გამოყენებას შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად. 3. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას არ შეაფერხოს ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის ოპერირება, ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა და ელექტროენერგიის ტრანს-სასაზღვრო ტრანსპორტირება, გარდა იმ გარემოებებისა, რომლის დროსაც ამგვარი ექსპლუატაცია, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მიწოდების უსაფრთხოებაზე და სანდოობაზე,  ან გამოიწვიოს მაღალი საფრთხე ან საფრთხის წინაშე დააყენოს საზოგადოების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ქონება ან ეკოლოგიური გარემო. 4. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შუწყონ  ATC–ის მაქსიმალური დონის მიღებას ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელ ხაზზე, აღნიშნული ურთიერდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით განხორციელებული ელექტროენერგიით ვაჭრობის ოპერირების მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღებად. 5. მხარეები შეთანხმდნენ გამართონ შეხვედრები იმ სიხშირით, რომელიც საჭირო იქნება აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული მოლაპარაკებების წარმოებისა და შეთანხმებების მიღწევისათვის, ასევე ყველა სხვა შეთანხმების მიღწევის მიზნით, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიის ვაჭრობის განხორციელებისათვის. მუხლი 6🔗  ATC და სიმძლავრის გადანაწილება 1. სიმძლავრის პირველი გადანაწილების დროს, 2012 წელს ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის ოპერირების დაწყებისას,  ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელ ხაზზე ხელმისაწვდომი გადაცემის სიმძლავრე და გამტარუნარიანობა უნდა იყოს 350 მგვტ, რომელიც 2013 წლისათვის 650 მგვტ–მდე გაიზრდება, სამომავლოდ კი, ბაზრის მოთხოვნიდან და სისტემის ოპერირების პირობებიდან გამომდინარე მიაღწევს 1000 მგვტ-ს. აღნიშნული სიმძლავრის გადანაწილება უნდა მოხდეს შემდეგნაირად: a) არაუგიანეს ყოველი წლის პირველი აგვისტოს, სსე-მ/ენერგოტრანსმა და TEIAS–მა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ და საჯაროდ განაცხადონ მომდევნო  კალენდარული წლისათვის ან წლებისთვის ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის გამტარუნარიანობა. რაც შეეხება ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზიის  ოპერირების პირველ – 2012 წელს, სათანადო სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინება უნდა გაკეთდეს არაუგვიანეს 2012 წლის პირველი ივნისისა. b) გადაცემის სიმძლავრის განაწილებისა და ოპერირების პრინციპები, ასევე, მყიდველსა (იმპორტიორი) და გამყიდველს (ექპორტიორი) შორის უერთიერთობები და დაგეგმილი გადაცემისა და მიწოდების გრაფიკებთან დაკავშირებული ტექნიკური ოპერირების საკითხები განსაზღვრული იქნება ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის ოპერირების შესახებ შეთანხმებაში, ორივე მხარის მოქმედი კანონმდებლობის დებულებებისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში, ექსპორტიორი ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას იმ   ორგანიზაციის შესახებ  რომელსაც ATC  გაუნაწილდება. ექსპორტიორი ქვეყნის სისტემის ოპერატორმა მეორე მხარის სისტემის ოპერატორს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოყენების შესაბამისი პერიოდისთვის ექპორტიორების კონტრაქტით გათვალისწინებული სიმძლავრის შესახებ; ასევე, ნათელყოს ბაზრის მოთხოვნები მსგავსი ექპროტიორ-იმპორტიორი ოპერატორებისთვის. c) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელმისაწვდომი გადაცემის სიმძლავრის განაწილების დროს  პრიორიტეტი მიენიჭოს განახლებადი ენერგიის წყაროდან წარმოებულ ელექტროენერგიას. 2. მხარეებმა უნდა განახორციელონ ყველა საჭირო ქმედება, რათა უზრუნველყონ სათანადო ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემის პროცესების დაწყება, იმ მიზნით, რომ მომდევნო კალენდარული წლის ან წლებისთვის განზაღვრულ გამოყენების პერიოდში უზრუნველყოფილ იქნება ექსპორტ-იმპორტის წარმოება. 3. კომერციული პირის მიერ ახალციხე-ბორჩხას ხაზის მეშვეობით ექპორტ-იმპორტის წარმოება უნდა განხორციელდეს ურთიერთდამაკავშირებელი ოპერირების შეთანხმებისა და წინამდებარე შეთანხმების პირობების თანახმად. მუხლი 7🔗 ელექტროენერგიის ტრანსპორტირება 1. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისა და იმპორტის მიზნით წარმოებული ელექტერო ენერგიის ტრანსპორტირებას და ელექტრო ენერგიით საზღვართშორის ვაჭრობას GSE, ET და TEIAS გადამცემი სისტემების გამოყენებით. მხარეები ასევე კისრულობენ ვალდებულებას განახორციელონ ყველა აუცილებელი ქმედება, რომელიც აუცილებელი იქნება ელექტრო ენერგიის ტრანსპორტირების ან ელექტრო ენერგიით ვაჭრობის შეფერხების პრევენციისათვის. 2. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ახალციხე-ბორჩხას გადამცემი ხაზის მეშვეობით უზრუნველყონ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ელექტროენერგიის ნაკადებისათვის ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზის სისტემური ხელმისაწვდომობა. 3. ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის გამტარუნარიანობის გამოყენება მოხდება კომერციული გადაცემის უფლების მქონე პირების მიერ, ურთიერთდამაკავშირებელი ოპერირების შეთანხმების შესაბამისად. 4. გამყიდველებს (ექსპორტიორებს) და შემძენებს (იმპორტიორებს) უფლება აქვთ რეზერვში დაიტოვონ ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის გამტარუნარიანობის ნაწილი, რომლის ოდენობა და გამოყენების პირობებიც განისაზღვრება ურთიერთდაკავშირების ოპერირების შეთანხმებით. მუხლი 8🔗 შეთანხმება დამაკავშირებელი ხაზის ოპერირებაზე 1. იღებენ რა მხედვეობაში განზრახულობის წერილს, მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დანიშნონ გადაცემის სისტემის ოპერირებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები (ლიცენზიანტები ან სისტემის ოპერატორები), რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ და ხელს მოაწერენ დამაკავშირებელი ხაზის ოპერირების შესახებ შეთანხმებას არაუგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა, ან ახალციხე-ბორჩხას დამაკავშირებელი ხაზის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზეც დასრულდება უფრო ადრე. 2. დამაკავშირებელი ხაზის ოპერირების შესახებ შეთანხმება განსაზღვრავს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემებზე მიერთების პირობებს ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობისათვის და ასევე გადატვირთვის  მართვის ეფექტურ მექანიზმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ელექტროენერგიით ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ თუ ყოველწლიურ ვაჭრობას. 3. მხარეები თანხმდებიან, ქსელის უსაფრთხო ოპერირების სტანდარტების დაცვით, უზრუნველყონ ახალციხე-ბორჩხას დამაკავშირებელი ხაზის და მასთან დაკავშირებული გადამცემი ქსელების  მაქსიმალურ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა ბაზრის მონაწილეთათვის. 4. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ახალციხე-ბორჩხას დამაკავშირებელი ხაზზე დაშვებაზე უპირატესობა მიანიჭონ ახლადაშენებულ სადგურებში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ექპორტისა და იმპორტის მიზნებისათვის წარმოებულ ელექტრო ენერგიას. 5. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას შეიმუშაონ შეთანხმებული და კოორდინირებული პროცედურები ბაზრის მონაწილეთათვის, რათა წინასწარ იქნას დათქმული ახალციხე-ბორჩხას დამაკავშირებელი ხაზით სარგებლობის კონკრეტული ვადა განსაზღვრული დროის მონაკვეთში. სარგებლობისათვის ვადა უნდა განისაზღვროს ისე, რომ სისტემის ოპერატორს მიეცეს შესაძლებლობა ხელახლა გაანაწილოს გამოუყენებელი სიმძლავრე დროის შემდგომ მონაკვეთზე. 6. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას შეიმუშაონ თანმიმდევრული მიდგომა ახალციხე-ბორჩხას დამაკავშირებელი ხაზის გამოუყენებელი სიმძლავრის  მოკლევადიანი გადაყიდვებისა და ხელახლა გადანაწილების მიმართ, როდესაც გადაცემის უფლების მქონე პირი დროულად შეატყობინებს დასიპეჩერო ცენტრს ან ელექტროენერგიის დისპეჩერიაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოს, რომ ის არ გამოიყენებს ან გამოიყენებს უფრო ნაკლებ სიმძლავრეს მოკლევადიანი ფორსმაჟორული სიტუაციის ან  სხვა მიზეზის გამო. მუხლი 9🔗 ფორსმაჟორი 1. პასუხისმგებლობა წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების განუხორციელებლობის ან ვალდებულების განხორციელების დაგვიანებისათვის გამოირიცხება, თუ ვალდებულების განუხორციელებლობა ან განხორციელების დაგვიანება გამოწვეულია 9.2 მუხლით განსაზღვრული ფორსმაჟორული გარემოებების გამო, 2. ფორსმაჟორი შეთანხმების მხარეთათვის შემოიფარგლება შემდგომით: a) ბუნებრივი კატასტროფები (მიწისძვრა, მეწყერი, ციკლონები, წყალდიდობები, ხანძრები, მეხი, მოქცევა, ვულკანური ამოფრქვევები და სხვა მსგავსი ბუნებრივი მოვლენები); b) ომი სუვერენულ სახელმწიფოებს შორის, თუ ომის ინიციატორი საერთაშორისო სამართლით დამკვიდრებული პრინციპების თანახმად არ არის ამ შესაბამისი მხარე. ტერორისტული აქტები, აჯანყებები, სახელმწიფო გადატრიალებები და c) საერთაშორისო ემბარგოები სხვა სახელმწიფოების მიმართ. ამ მუხლის “a” “b” და/ან “c” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები ფორსმაჟორულად ჩაითვლება, თუ კი  აღნიშნული მდგომარეობა არ ექვემდებარება შეთანხმების მონაწილე მხარის კონტროლს და თუ ამ მუხლის “a” “b” და “c” ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ვითარება არ არის გამოწვეული მონაწილე მხარის ან მონაწილე მხარის თანამდებობის პირის ან მისი რომელიმე სახელმწიფო ორგანოს დაუდევრობის გამო (ან ამ შეთანხმების რაიმე ფორმით დარღვევის გამო). 3. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი  ეწინააღმდეგება მონაწილე მხარის უფლებას,  მიიღოს ყველა ზომა, რასაც ჩათვლის საჭიროდ, გონივრულ ფარგლებში, მისი ტერიტორიისა და ქონების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად,  ან მისი  მოქალაქეების და მათი საკუთრების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფორსმაჟორული შემთხვევების დროს. 4. თუ მხარე ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით შეატყობინოს ამის შესახებ მეორე მხარეს.  შეტყობინება უნდა  მოიცავდეს: a)  მითითებას იმ ვალდებულების ან ვალდებულების ნაწილის შესახებ, რომლის შესრულებასაც ვერ ახერხებს მხარე; b)  ფორსმაჟორული ვითარების დეტალურ აღწერას c) იმ დროის დაახლოებით მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც გაგრძელდება ფორსმაჟორული ვითარება; d) იმ ზომების განსაზღვრას, რომელიც უნდა განახორციელოს  მხარემ, რათა გამოსწორდეს ან თავიდან იქნას აცილებული ფორსმაჟორული გარემოება ან ფორსმაჟორული მდგომარეობით გამოწვეული შედეგი ან ზემოქმედება. ასეთი ფორმით შეტყობინების შემდგომ და ფორსმაჟორული მდგომარეობის  განმავლობაში  ყველა ვალდებულება, რომელიც ვერ სრულდება ფორსმაჟორის გამო, გარდა ფულის გადახდის ვალდებულებისა, რაც გამომდინარეობს აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან, შეჩერებულ იქნება. 5. მხარემ, რომელიც ვერ ახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, უნდა მიმართოს მისთვის ხელმისაწვდომ ყველა იმ გონივრულ საშუალებას და გაიღოს შესაბამისი სახსრები, რაც აუცილებელია და გონივრულია, რათა აცილებულ ან გამოსწორებულ იქნას ფორსმაჟორი და განაახლოს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება, გონივრულად მოკლე ვადებში. 6. მხარემ, რომელიც ვერ ახორციელებს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს (გარდა ფულის გადახდის ვალდებულებისა), ფორსმაჟორის გამო უნდა მიიღოს ყველა ზომა და ასევე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ან სახელმწიფო საწარმოს მიერ ყველა იმ ქმედების განხორციელება, რომლებიც გონივრულ ფარგლებში აუცილებელია  იმ დანაკარგების შესამცირებლად, რომელიც განიცადა მეორე მხარემ ფორსმაჟორული ვითარების განმავლობაში და მის შედეგად. მუხლი 10🔗 ერთობლივი კომიტეტი მხარეებმა, შეთანხმების ძალაში შესვლიდან 60 დღის განმავლობაში, უნდა შექმნან ერთობლივი კომიტეტი, რათა ითანამშრომლონ ამ შეთანხმების სათანადოდ შესრულების, ინფორმაციის გაცვლის, დავების გადაწყვეტის, შეხვედრების გამართვისა და კონსულტაციების და ამ შეთანხმების საფუძველზე და მასში განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელების მიზნით. მუხლი 11🔗 დავების გადაწყვეტა 1. მხარეები ამ შეთანხმების გამოყენებასთანან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ დავებს გადაწყვეტენ დიპლომატიური არხების მეშვეობით. 2. თუ შეუძლებელია მხარეების მიერ დავების გადაწყვეტა დიპლომატიური არხებით, ან ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით 90 დღის განმავლობაში, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მეორისათვის წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, რათა წარადგინოს განაცხადი დავის საბოლოო და სავალდებულო გადაწყვეტისთვის საგანგებო (“ad  hoc”) ტრიბუნალს. განაცხადი უნდა შეიცავდეს სარჩელის ძირითად არსს და დასაკმაყოფილებელ მოთხოვნას ან ან უფლებების აღდგენის საშუალებას (მათ შორის სასამართლო განჩინება უფლება-მოვალეობების დადგენის თაობაზე), ასევე უნდა შეიცავდეს მასთან დაკავშირებული თანხების ოდენობის განსაზღვრას. 3. ამგვარი საგანგებო საარბიტრაჟო ტრიბუნალი უნდა შეიქმნას შემდეგნაირად: a) პროცესის წამომწყებმა მხარემ, უნდა დანიშნოს ტრიბუნალის ერთი წევრი და დანიშვნის შესახებ აცნობოს დავის მეორე მხარეს 11.2 მუხლის შესაბამისად მეორე მხარის მიერ გამოგზავნილი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. b) 11.2 მუხლით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, მეორე მხარემ უნდა დანიშნოს ტრიბუნალის ერთი წევრი. თუ დანიშვნა არ განხორციელდა დადგენილ ვადაში, მოსარჩელე მხარეს შეუძლია 11.2 მუხლით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღის განმავლობაში მოითხოვოს, რომ ამგვარი დანიშვნა განხორციელდეს 11.3 მუხლის (d) ქვეპუნქტის შესაბამისად. c) მესამე წევრი, რომელიც, არ შეიძლება იყოს მონაწილე მხარის მოქალაქე, ან ეროვნების,  უნდა დაინიშნოს მხარეთა მიერ. ეს წევრი იქნება ტრიბუნალის პრეზიდენტი. თუ 11.2 მუხლით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 150 დღის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან მესამე წევრის დანიშვნაზე, ამგვარი დანიშვნა უნდა განხორციელდეს 11.3 მუხლის (d) ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის შესაბამისად წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 180 (ას ოთხმოცი) დღის განმავლობაში; d) ამ ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დანიშვნები უნდა განხორციელდეს მუდმივმოქმედი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გენელალური მდივნის მიერ ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. თუ გენერალური მდივანი ვერ ასრულებს ამ ამოცანას, დანიშვნა უნდა განახორციელოს ბიუროს პირველმა მდივანმა. თუ ეს უკანასკნელიც, თავის მხრივ,  ვერ ასრულებს ამ ამოცანას, დანიშვნა უნდა განხორციელდეს ყველაზე უფროსი მოადგილის მიერ; e) 11.3 მუხლის a) _ d) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანიშვნები უნდა განხორციელდეს დანიშნული წევრების კვალიფიკაციის და გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი იმ საკითხებში, რომლებსაც მოიცავს წინამდებარე შეთანხმება; f) მხარეებს შორის საპირისპიროზე შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო წესებად გამოიყენება  UNCITRAL-ის (United Nations Commission on International Trade Law) საარბიტრაჟო წესები მხარეების, ან არბიტრების მიერ დადგენილ ფარგლებში. ტრიბუნალი გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით; g) ტრუბუნალის დავას  გადაწყვეტს ამ შეთანხმებისა და საერთაშორისო სამართლის სათანადო ნორმების და პრინციპების შესაბამისად; h) არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო მხარეებისათვის; i) ტრიბუნალის ხარჯები და მათ შორის მისი წევრებისთვის განკუთვნილი ანაზღაურებაც, თანაბრად  ნაწილდება მხარეებზე. თუმცა, ტრიბუნალს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ, დააკისროს რომელიმე მხარეს ხარჯების  უფრო მეტი წილის ანაზღაურება; j) თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ტრიბუნალი შეიკრიბება ჰააგაში და გამოიყენებს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს შენობა-ნაგებობებს; k) გადაწყვეტილების ასლი შეინახება სამდივნოში და საზოგადოდ საჯარო გახდება. მუხლი 12🔗 ცვლილებები 1. ამ  შეთანხმებაში ნებისმიერ დროს, შესაძლოა, შეტანილ იქნას ცვლილებები მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მხარეთა დიპლომატიური არხების გამოყენებით. ცვლილებები ძალაში შედის ამ შეთანხმების მე-14 მუხლით დადგენილი სამართლებრივი პროცედურის შესაბამისად. მხარეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლა  არაუგვიანეს სამი თვისა მხარეების მიერ იმ დოკუმენტის ხელმოწერიდან, სადაც დაფიქსირდება მათი თანხმობა ამგვარი ცვლილების შესახებ. 2. მხარეები თანხმდებიან, რომ კომერციული სახელის ცვლილება, რეორგანიზაცია (შერწყმა, გაყოფა ან შეცვლა) ან ნებისმიერი ფორმის ცვლილება იურიდიული ფორმის ან სტატუსის სისტემის ოპერატორის, ან მხარეების სისტემის ოპერატორების მათ შორის TEIAS, GSE და ET, არ შეზღუდავს ამ შეთანხმების მოქმედების ფარგლებს და ვალდებულებებს, ზემოხსენებულ სისტემის ოპერატორების პასუხისმგებლობები და მოვალეობები, სრულად იქნება შესრულებული მათი სამართალმემკვიდრეების მიერ. საჭიროების შემთხვევაში, მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებენ ერთმანეთს ამგვარი ცვლილებების შესახებ. მუხლი 13🔗 მოქმედების ვადა და შეწყვეტა ეს შეთანხმება ძალაშია 10 (ათი) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 10 (ათი) წლით, მანამ სანამ ერთ-ერთი მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი სურვილის შესახებ შეწყვიტოს შეთანხმება, ამგვარ განზრახვამდე 6 თვით ადრე. მუხლი 14🔗 ძალაში შესვლა 1. ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომლის მეშვეობითაც მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ატყობინებენ ერთმანეთს, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით დადგენილი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. 2. მხარეები ასევე, თანხმდებიან ამ მუხლის შესაბამისად, რეგულარულად აცნობონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების რატიფიკაციის პროგრესის შესახებ. მუხლი 15🔗 დასკვნითი დებულებები ეს შეთანხმება მიზნად ისახავს გამოხატოს მხარეების საბოლოო შეთანხმებები ამ შეთანხმებაში ჩამოყალიბებულ საკითხებზე. ყველა წინა წერილობითი თუ  ზეპირი წარმომადგენლობა, შეხედულებები, შეთავაზებები, თუ სხვა ნებისმიერი სახის კომუნიკაციები, ამ შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით, გაუქმებულია შესაბამისად. ამის დასტურად ქვემოთ ხელისმომწერნი, შესაბამისად უფლებამოსილნი ხელმოწერაზე, ადასტურებენ შეთანხმებას ხელის მოწერით. შესრულებულია 2012 წლის ­­20 იანვარს, ქ. თბილისში, ორ ორიგინალად ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. შეთანხმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, ინგლისურ ტექსტს ენიჭება უპირატესობა. საქართველოს სახელით                                      /ხელმოწერილია/ ალექსანდრე ხეთაგური ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის სახელით /ხელმოწერილია/ თანერ ილდიზ ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი