ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარებების დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 14.04.2014
ძალაში შესვლა 14.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №289
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017910
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2014
matsne.gov.ge 315 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.04.2014 მიღება
14.04.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარებების დაწესების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №289 2014 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარებების დაწესების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვე­პუ­ნ­ქ­ტის შესაბამისად, ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშ­ნავი საზე­ი­მო ღონისძიებების ფარგლებში დაწესდეს ერთჯერადი ფუ­ლა­დი სოცია­ლური დახმარება  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა­თ­ვის 400 (ოთხასი) ლარის და ომში დაღუპულთა თითოეული მარჩე­ნალ­დაკარგულისათვის 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბი­ლისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა) ერთ­ჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემა უზრუნველ­ყოს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელ­მწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდი­ულმა პირმა ‑ სოციალური მომსახურების საა­გენტომ (შემდგომში - სააგენტო) სახელმწიფო სოციალური შინაარსის ფულადი გასაცემლების გაცემაზე/დარიგებაზე მომსახურე შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშ­ვეობით, ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მი­წო­დებული სიის საფუძველზე. სააგენ­ტო დამატებით უზრუნველყოფს მონაცემების შედარებას სსიპ ‑ სახე­ლ­მწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებულ ბა­ზასთან, 2014 წლის 1 მაისის მდგომარე­ობით ცოცხლად მყოფ პირთა დაზუსტებისა და ამ პირებზე სოციალური დახმარების გაცემის მიზ­ნით. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწი­ნებუ­ლი ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძ­ველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრ­თე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინე­ბული „სოციალური დახმარებების“ პროგრამის (პროგ­რა­მული კოდი: 35 02 02) ასიგნებიდან.    მუხლი 4🔗 საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ვეტე­რანე­ბის საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა არა უგვიანეს 2014 წლის 1 მაი­სისა: ა) სააგენტოს მიაწოდოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რე­გისტრირებული (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფ­ლიო ომის მონაწილეებისა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და ომ­ში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულების სახელობითი მონაცემე­ბი; ბ) ქ. თბილისის მერიას მიაწოდოს შესაბამისი სახელობითი მო­ნა­ცემები ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მო­ნა­წი­ლეების და ომში დაღუპულთა  მარჩენალდაკარგულების შესახებ. მუხლი 5🔗 ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას უზრუნველყოს ქ. თბი­ლი­ს­ში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის  400 (ოთხასი) ლარის და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგუ­ლები­სათვის 200 (ორასი) ლარის ფულადი დახმარების მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გაცემა. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 14 აპრილიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი