,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2014 წლის 14 აპრილი ქ. ვანი |
,,მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, ეკონომიკის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების, კეთილმოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. ეკონომიკის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილება
2. კეთილმოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება.“
,,მუხლი 33 კეთილმოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ფუნქციები:
1. კეთილმოწყობის სფეროში მომსახურების, რეაბილიტაციისა და განვითარების საკითხების კოორდინაცია.
2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა, შესაბამისი პროგრამების მომზადება, პროგრამით გათვალიწინებულ ღონისძიებათა განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია.
4. სოციალური ინფრასტრუქტურის, სამშენებლო და სარეკონსტრუქციო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.
5. კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკა და პროცესების კვლევა,დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა,შესაბამისი პროექტების მომზადება.
6. სოციალური ინფრასტრუქტურის, სამშენებლო და სარეკონსტრუქციო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.
7. კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა, შესაბამისი პროექტების მომზადება.
8. სამშენებლო და სარეკონსტრუქციო საქმიანობის კოორდინაცია და რეგულირება, კომპეტენციის ფარგლებში.
9. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში,
10. მიღებული კორესპოდენციების განხილვა და შესწავლა.
11. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგეობის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.
12. ქალაქის გამწვანების, გაფორმების, ქალაქის განათების, შუქნიშნების, შადრევნების,სანიაღვრე და სხვა მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია.
13. შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, მდინარეთა სანაპირო, საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების ექსპლუატაციის უზრუნველყოფის, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია.
14. ქუჩებსა და მოედნებზე, პოლიციასთან შეთანხმებით, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყენებასა ან მოხსნაზე მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებაზე წინადადებების მომზადება და კოორდინაცია.
15. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში,
16. თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.
17. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება“.
|