ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთ ერთმანდატიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მხარდამჭერთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური რაოდენობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 15.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №17/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2014
matsne.gov.ge 179 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთ ერთმანდატიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მხარდამჭერთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური რაოდენობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №17/2014 2014 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთ ერთმანდატიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მხარდამჭერთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური რაოდენობების განსაზღვრის შესახებ   „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77–ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 იმ ერთმანდატიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებისათვის, რომელთა საზღვრებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ, მხარდამჭერ სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალურ რაოდენობაზე (50 ამომრჩეველი) ნაკლებია, ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხარდამჭერთა სიების ხელმოწერების მინიმალური რაოდენობები, განისაზღვროს ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 10 ამომრჩევლისა). მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე