საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებში, 2013-2014 წლების მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 14.04.2014
ძალაში შესვლა 14.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №292
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.017912
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2014
matsne.gov.ge 478 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.04.2014 მიღება
14.04.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებში, 2013-2014 წლების მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №292 2014 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებში, 2013-2014 წლების მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობის მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებში, დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების)  ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდეს შემდეგი სახის დაფინანსება: 1. გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობის მაძიებლების (შემდგომში − დაზარალებული მაძიებლები) 2013-2014 წლების დაფინანსება განხორციელდეს განათლების ვაუჩერის მეშვეობით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (შემდგომში - სამინისტრო) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდი:  35 03 05). 2.  განათლების ვაუჩერი წარმოადგენს ამ მუხლით განსაზღვრულ დაზარალებული  მაძიებლებისათვის  განკუთვნილ, არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია  განათლების  დასაფინანსებლად. 3. დაზარალებული მაძიებლები ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით. 4. განათლების ვაუჩერის განაღდება ხორციელდება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ვაუჩერის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებისათვის/სასწავლებლებისათვის  ერთჯერადად, არა უმეტეს  1  წლის (11 თვე, მ.შ. 2014 წელს დაწყებული დაფინანსება, რომელიც დასრულდება 2015 წელს) სწავლების  საფასურის  ანაზღაურების ოდენობით.    5.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს დაზარალებულმა მაძიებელმა, რომლის ოჯახმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად მიიღო  ქონებრივი ზიანი და რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა და გადის/გადიოდა 2013-2014 წლებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში. 6.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაიცემა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების მიერ 2014 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2013  წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებით შექმნილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიისთვის (შემდგომში - კომისია) ან/და სამინისტროსათვის ოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 7.  კომისია  მიწოდებულ  ინფორმაციას  გადასცემს, ასევე, სამინისტროს, რომელიც მის საფუძველზე დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე იმ დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან, სადაც დაზარალებული მაძიებლები გადიან დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას), მოიპოვებს ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას 2013-2014 წლებში  მათი  მზადების დაფინანსებისათვის საჭირო ასიგნებების შესახებ. 8. დაზარალებულ მაძიებელთა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის საფუძველზეც სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების  ვაუჩერის განაღდებას (სწავლების საფასურის ანაზღაურებას) შესაბამის დაწესებულებასთან/სასწავლებელთან, სადაც დაზარალებული მაძიებლები გადიან დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 14 აპრილიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი