მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.04.2014
ძალის დაკარგვა 15.09.2014
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2014 წლის 14 აპრილი
დ. მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ შესაბამისად
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელ შესყიდვებს.
სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
სამსახური მდებარეობს : დ.მესტია, სეტის მოედანი №1.
სამსახურის ფუნქციები
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუნიციპალური შესყიდვების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კონსულტაციბის გაწევას სატენდერო კომისიის წევრებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფომაციის და სხვა მასალების მომზადებას, მათ დრულად წარდგენას სააგენტოში;
დ) სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებას, მასალების მომზადებას;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ან/და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და კონკურსის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის, მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტების მომზადებას;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებას;
თ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;
ი) კონკურსისა და ტენდერის შესახებ განცხადებების მომზადებას და გამოქვეყნებას;
კ) მუნიციპალიტეტის სატენდერო და საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;
ლ) შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
მ) შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას;
ნ) შესყიდვის პროცესის კანონიერების დაცვას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას;
ო) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას;
პ) კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას;
ჟ) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელებას;
რ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა–გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან;
ს) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობას;
ტ) მოქმედი კანონმდებლობიღთა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
სამასახური შედგება სამსახურის უფროსისი, განყოფილების უფროსის და მთავარი სპეციალისტებისაგან.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარა სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
სამსახურის უფროსიის არყოფნის შემთხვევაში, უფლება–მოვალეობას ახორციელებს განყოფილების უფროსი.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება–მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ–ერთი მოხელე.
სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს გამგებელი.
სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც დადგენილი წესით გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
სამსახური ანგარიშვალდებულია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
დაგეგმვის, აღრიცხვის და ანალიზის განყოფილება, რომელიც თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) „სახელმწიფო შედყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და სააგენტოში მათ დროულად გადაგზავნას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ან/ და გამარტივებილი ელექტრონული ტენდერის და კონკურსის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას;
დ) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის, მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტების მომზადებას;
ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებას;
ვ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთა დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი აქტებით მისთვის მინიჭებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს.
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მომსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.
უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას ორგანიზებას და დაგეგმვას, მოსამსახურეთა თანამდებობრივი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებას დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
წარუდგენს გამგებელს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს.
ორგანიზებას უწევს მოქალაქეების წინადადების, განცხადებების, საჩივრების განხილვას.
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება მოვალეობებს.
მუხლი 5🔗. განყოფილებს უფროსი
განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე;
გ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთნებულ დოკუმენტებს . ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამსახურეობრივ ამოცანებსა და უფლება–მოვალეობებს;
დ) განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;
ე) სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი.
მუხლი 6🔗. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
გააჩნდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლონ სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით.
თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვონ და მიიღონ ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან.
უარი თქვან ისეთი დავალებების შესრულებაზე , რომელიც არ შეესაბამება მათ სამუშაოთა აღწერილობას , გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მიიღონ თანამდებობრივი სარგო , პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები.
აუნაზღაურდეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.
ისარგებლონ ყოველწლიური შვებულებით.
ისარგებლონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
მუხლი 7🔗. სამსახურის მოხელე ვალდებულია
საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის , ვალდებულებებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად.
შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები.
დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას.
შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები.
სამსახურის უფროსს დადგენილი პერიოდულობით წესის შესაბამისად წარუდგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ.
იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობები.
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.