მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, სამშენებლო საქმიანობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.04.2014
ძალის დაკარგვა 15.09.2014
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, სამშენებლო საქმიანობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2014 წლის 14 აპრილი
დ. მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, სამშენებლო საქმიანობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-78 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, სამშენებლო საქმიანობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, სამშენებლო საქმიანობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, სამშენებლო საქმიანობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური არის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას, ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმნის, განვითარების, ექსპლუატაციის საკითხებზე წინადადებების მომზადება.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
სამსახურს აქვს ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
სამსახურის ადგილსამყოფელია: დაბა მესტია, სეტის მოედანი №1
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისა და საჯარო მოხელეებისაგან.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისგან.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებანი და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დბეულებით, ამ დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
სამსახურის მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
მუხლი 4🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქცია
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
მშენებლობის ნებართვების გაცემისა და დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების შემუშავებას;
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე;
წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში;
წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
საპროექტო სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენაზე კონტოლი.
შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომენტში არსებული ფასების შესაბამისობის კინტროლი.
შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტების მოწესრიგება, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დარგის სამსახურისა და ტეროტორიული ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით.
შემსულებელი ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა.
სახელშეკრულებო, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, განცხადების წარდგენა შესყიდვების სამსახურისათვის მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება.
მშენებლობა რეაბილიტაციის სახელშეკრულებო პირობების დაცვაზე სისტემური კონტროლი.
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახალი მშენებლობების აუცილებლობის დასაბუთებას, ამ სფეროში არსებული პრობლემების შესწავლას.
შემოსული წერილებისა და მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე პრობლემების მონაცემთა ბაზის ფორმირება.
მშენებლობის საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება.
ადილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობა.
საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
ანაწილებს ფუნქციებს მომსახურეთა შორის;
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოება გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.
ორგანიზებას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას.
მუნიციპალიტეტში არსებული მონაცემთა ბაზის შექმნა და მათ გადასაწყვეტად წინადადებების შემუშავება.
შესრულებულ და დაგეგმილ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა.
წლის შედეგების მიხედვით ინფრასტრუქტურის სფეროში განსახორციელებელი პროექტების ანალიტიკური ინფორმაციის შედგენა და მომდევნო წლისათვის რეკომენდაციების შემუშავება
მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლი და გამგებლისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა გამოვლენილი პრობლემების გადასაწყეტად
ინფრასტრუქტურის საკითხებზე შესაბამისი სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება
მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მომსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 6🔗. სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე.
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების და პროექტების მომზადებას და მათ განხორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;
წინადადებების მომზადება შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთება ობიექტის ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად;
შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომენტში არსებული ფასების შესაბამისობის კონტროლი;
მუნიციპალიტეტის პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს საკრებულოს თავჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელმძღვანლის წინაშე.
უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი.
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სახაზინო ქონებას.
მუხლი 8🔗. სამსახურის ქონება
სამსახურის ქონება წარმოადგენს თვითმართველი ერთეულის ქონებას
მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებანი
სამსახურის დებულებას ამტკიცებს საკრებულო;
სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნაას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.