სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სენაკის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №650
2014 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სენაკის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. 2013 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სენაკის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 317 000 (სამას ჩვიდმეტი ათასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის, სახიდე გადასასვლელები), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, სანიაღვრე არხების (მათ შორის, წყალგამტარი მილები), ბოგირების, გაბიონების, საცხოვრებელი სახლების სახურავების, ნაპირსამაგრი ნაგებობის, ადმინისტრაციული შენობების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი