საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრო¬ბის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№651
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016941
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

 

განკარგულება №651

 

  2014 წლის 10 აპრილი

 

  ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ჩინეთში მსოფლიოს ზაფხულის მეორე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, აზერბაიჯანში ევროპის ზაფხულის პირველ თამაშებსა და ავსტრიაში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ,,საქარ­თვე­ლოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი, ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის გადასაცემად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გამოყოფა განახორციელოს ეტაპობრივად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ თითოეული ღონისძიების შესახებ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

 პრემიერ-მინისტრი   ირაკლი ღარიბაშვილი