„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №0414/15-1
2014 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №1 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული მონაცემები.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 156, 163 და 298.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
| დანართი №1 ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| ||||||
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი(ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 135 | სახელები: 1. ქარი (QARI) 2. საიფულან (SAIFULLAH) 3. ტოხი (TOKHI) 4. დაბ.თარიღი: ა) დაახლოებით 1964 დაბ.ადგილი: ა) დარაზ ჯალდაკი, ქალათის რაიონი, ზაბულის პროვინცია, ავღანეთი (Daraz Jaldak, Qalat District, Zabul Province, Afghanistan). ეროვნება/მოქალაქეობა: ავღანელი
| ა) ქარი საიფულაჰ ( Qari Saifullah) ბ) ქარი საიფულაჰ ალ ტოხი (Qari Saifullah Al Tokhi) გ) საიფულაჰ ტოხი (Saifullah Tokhi) დ) ქარი საჰაბ (Qari Sahab) | პასპორტის მონაცემები: პირადი ნომერი:
| ავღანეთი/პაკისტანის საზღვრის რეგიონი (Afghanistan/Pakistan border region) | 19.03.14. | ზაბულის პროვინციის სამხედრო მეთაური და თალიბანის ჩრდილოვანი მმართველის მოადგილე, პასუხისმგებელია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებასა და თვითმკვლელ ტერორისტთა თავდასხმების ორგანიზებაზე. ფიზიკური აღწერილობა: სიმაღლე 180 სმ; წონა დაახლოებით 90 კგ; ათლეტური აღნაგობის; თვალის ფერი: – ყავისფერი; თმის ფერი: – წითელი; კანის ფერი: – საშუალოდ შავგრემანი; განმასხვავებელი ფიზიკური ნიშნები: დიდი მრგვალი სახე, მოშვებული წვერი, გადაადგილდება კოჭლობით მარცხენა მუხლში არსებული პლასტიკური პროთეზის გამო. ეთნიკური წარმომავლობა: პუშტუნი (Pashtun), მიეკუთვნება ტოხის ტომს (Tokhi tribe), ბარკოზაის ქვეტომი (Barkozai sub-tribe). ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული. მამის სახელი: აღა მოჰამადი (Agha Mohammad). ძმის სახელი: ჰუმდულაჰ (Humdullah) |