„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2014 წლის 14 აპრილი ქ. ბათუმი |
„მუხლი 7. სამსახურის უფროსის მოადგილეები და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომში – უფროსის მოადგილე).
2. უფროსის მოადგილეებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მოადგილეებს შორის ფუნქციამოვალეობებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.
3. უფროსის მოადგილეები:
ა) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევენ უფროსის მიერ განსაზღვრული განყოფილებების საქმიანობას;
ბ) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას ქ. ბათუმის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;
გ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ხელწერით ადასტურებენ სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად;
დ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულებენ მერის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ე) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
4. უფროსის მოადგილეების მიერ წინამდებარე დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმიანობის კოორდინაციისა და ხელმძღვანელობის განხორციელება გულისხმობს:
ა) პასუხისმგებელობას საკურატორო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) სამსახურის უფროსისადმი წინადადებების წარდგენას საკურატორო ქვედანაყოფის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საკურატორო ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრას;
დ) საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტროლს;
ე) სამსახურის უფროსისათვის საკურატორო ქვედანაყოფის მიერ მომზადებული საკითხების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას;
ვ) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას საკურატორო ქვედანაყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქალაქ ბათუმის მერის, მერის მოადგილის, სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერიტორიული ორგანოებისათვის კონსულტაციების გაწევას;
5. უფროსის მოადგილეები მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
6. უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
7. უფროსის მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.04.2014. მიმღები ორგანო — თვიმმართველი ქალაქი ბათუმი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.132.016207.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №11, 14.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016207 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2324666/