„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№298
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.017918
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №298

2014 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013  წლის  18 აპრილის №83 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2013, 010220020.10.003.017247) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის დებულების“  მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. კომისია უფლებამოსილია დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლისა და ექვსი თვის ვადაში განიხილოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები:

ა) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა გამომწვევი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების შესახებ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, (შეთანხმებების) შესაბამისად წარმოებული შესყიდვების თაობაზე გაფორმებული  ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გახანგრძლივების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია‑საურავების დარიცხვის ან ამოღების ღონისძიებათა შეჩერების, მათი განაკვეთის შემცირების ან გადახდის გადავადების თაობაზე;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე  შეწყვეტის, მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ახალი ვადის დაწესების, ხელშეკრულებაში და/ან საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის, არსებულ მომწოდებელთან შეთანხმებით მისი სხვა მომწოდებლით ჩანაცვლების, აგრეთვე, დამტკიცებული პროექტით და/ან შესაბამისი ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი, მაგრამ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოების (საქონლის, მომსახურების) ღირებულების ანაზღაურების მიზანშეწონილობის თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.04.2014.
როდის იქნა მიღებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №298. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.017918.
რამდენი მუხლისგან შედგება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №298, 16.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017918 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2325572/