სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 15 მაის ს, 11:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ლიბერთი თაუერი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74, მე-9 სართული.
დღის წესრიგი:
1. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“მიერ შპს „მტკვარი ჰესის“ წილის 100%-ის გაყიდვის შესახებ;
2. სხვა მიმდინარე საკითხები.
დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში 2014 წლის 5მაის ამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა 2014 წლის 15 მაისი ს რიგგარეშე საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“, 2013 წლის 14 აპრილის (საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2014 წლის 5მაისიდან 2014 წლის 14 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, სართ. 2.
გიორგი რუსიტაშვილი
გენერალური დირექტორი