საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

მიღების თარიღი 10.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №646
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016962
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2014
matsne.gov.ge 131 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №646  2014 წლის 10 აპრილი  ქ. თბილისი საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია – შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსს“, შპს „კავკასიატრანსს“, შპს „საქცემენტს“ შორის 2008 წლის 25 მარტის Nსგდ/08-010 შეთანხმებით შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის“ დადგენილი ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების თაობაზე. 2. ეთხოვოს სს „საპარტნიორო ფონდს“, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის“ (ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები) ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის ერთი წლით გაგრძელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება. პრემიერ-მინისტრი                                                                           ირაკლი ღარიბაშვილი