⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.04.2014)
გაუქმებულია:

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 16.04.2014
ძალის დაკარგვა 19.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №18/2014
სარეგისტრაციო კოდი 001024000.15.008.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 347 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2014 მიღება
19.04.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №18/2014 2014 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ   „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 116-ე მუხლის მე-3, მე-7 და მე-10 პუნქტების შესაბამისად: ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით,  ამომრჩეველთა 5-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, შეაგროვოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. აღნიშნული ხელმოწერები უნდა წარედგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატს. ამავდროულად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის  144-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა. კანონის აღნიშნული ნორმა, ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”  საქართველოს ორგანული კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 116-ე მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და შესაბამისად შეუძლებელია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის (კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღე) დაცვა, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისათვის რეგისტრაციის გასატარებლად საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის მიმართვის ნაწილში. ამასთანავე, კანონით დარეგულირებული არ არის კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, მხარდამჭერთა სიების კომისიაში წარდგენის, მისი შემოწმებისა და კანდიდატის რეგისტრაციის შესაბამისი ვადები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციისათვის და კანდიდატის წარდგენის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებით მიმართვის ბოლო ვადად დადგინდეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 116-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა - კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღის ჩათვლით. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე