შპს „მალი XXI“–ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (თინა სხირტლაძე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2014 წლის 17 აპრილი
სპეციალისტი:
შპს „მალი XXI”-ის (ს/კ 202463342)
დირექტორი ზვიად მირიანაშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117
ელ ფოსტა: specialist@mali.ge
სადეპოზიტო ანგარიში: GE09CN0000036202176001
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „ბანკი კონსტანტას” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
| საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M121 |
| უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: თინა სხირტლაძე, პირადი №57001022214, მცხოვრები: ქალაქი ხაშური, ქუჩა თავდადებული, №71 |
| აუქციონის ჩატარების დრო : 30.04.2014 წლის 14:00 სთ-დან 06.05.2014 წლის 14:00 სთ-მდე |
| აუქციონის ჩატარების ადგილი : eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „მალი XXI” |
| უძრავი ნივთის საწყისი ფასი : 15173.85 აშშ დოლარი და 250 ლარი |
| უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა : ქალაქი ხაშური, ქუჩა თავდადებული №71, მიწის ფართობი 1017.00 კვ.მ, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით; საკადასტრო კოდი: 69.08.28.094 |
| უძრავი ნივთის აღწერა : ქალაქი ხაშური, ქუჩა თავდადებული, №71; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1017.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა №1, საცხოვრებელი ფართით 84.8 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 69.08.28.094 |
| გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშვება; |
| აუქციონის პირობები : ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „ბანკი კონსტანტა“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს. ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით : 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული სს „ბანკი კონსტანტას“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა. გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს. დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 5 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „მალი XXI” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ. |
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „მალი XXI”, დირექტორი ზვიად მირიანაშვილი