„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოს
გადაწყვეტილება №1/22
2014 წლის 17 თებერვალი
ქ.თბილისი
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოსრეგლამენტისდამტკიცებისშესახებ“საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოს2007წლის25სექტემბრისN1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის საჯაროობა
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს საჯარო სხდომის აუდიო-, ვიდეოჩანაწერის დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა.
3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა შესაძლებელია განახორციელონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნის ფოტოგადაღება და ვიდეო-, აუდიოჩაწერა.“;
ბ)მე-14მუხლისმე-2პუნქტიჩამოყალიბდესშემდეგირედაქციით:
„2.კენჭისყრაღიაა,გარდამე-12მუხლისმე-3დამე-4პუნქტებითგათვალისწინებულიშემთხვევებისა.იუსტიციისუმაღლესისაბჭოსგადაწყვეტილებითფარულიკენჭისყრაშეიძლებაჩატარდესსხვასაკითხებზეც.ფარულიკენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3-ის თანხმობით, ფარული კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
ლევან მურუსიძე
საქართველოსიუსტიციის
უმაღლესისაბჭოსმდივანი