ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის მინიჭების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 19.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №22/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2014
matsne.gov.ge 195 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის მინიჭების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №22/2014 2014 წლის 19 აპრილი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის მინიჭების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ   „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საარჩევნო სუბიექტს, რომელსაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 145-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში, არ მიუმართავს ცესკოსთვის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის გამოყენების თაობაზე, მიეკუთვნება წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი შედეგების შესაბამისი თანმიმდევრობის რიგითი ნომერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული რიგითი ნომერი უკვე არჩეული არ აქვს სხვა საარჩევნო სუბიექტს. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად,  რიგითი ნომრის გარეშე დარჩენილი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება წილისყრით, რომელიც გაიმართება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ ვადებში და წესით. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე