ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 19.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №23/2014
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2014
matsne.gov.ge 190 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №23/2014 2014 წლის 19 აპრილი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ   „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საოლქო და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზე, განცხადებით უნდა მიემართოს იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერაც იქნა რეგისტრაციაში გატარებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული განცხადება, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს წარედგინება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი შინაარსითა და ვადებში. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, წარდგენილი განცხადება, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ განიხილება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი შესაბამისი წესით. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე