⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.03.2021)
გაუქმებულია:

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.04.2014
ძალის დაკარგვა 29.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
ნომერი №04
სარეგისტრაციო კოდი 010340000.48.065.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,215 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.04.2014 მიღება
29.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №4 2014 წლის 22 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ „საქართველოს საპატენტო კანონის“ 8​1 მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  37-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ „საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“ დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარეირაკლი ღვალაძე დანართი №1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს. 2.  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ (შემდგომში - საქპატენტი) უზრუნველყოფს ამ წესით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საქპატენტის ვებგვერდზე: www.sakpatenti.org.ge. 3. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. 4. საქპატენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. 5. საკითხები, რომლებიც არ არის ამ წესით რეგულირებული, რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი 1. საქპატენტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება - „საჯარო ინფორმაცია“, რომელზეც განთავსდება ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია. გარდა აღნიშნულისა, საქპატენტი უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. 2.  საქპატენტის თავმჯდომარე განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს/პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროაქტიულად გამოსაქვეყნებლი ინფორმაციის პერიოდულად და დროულად მიწოდებას. 3. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებას და მიწოდებას. 4. ინფორმაციის მიწოდების პერიოდულობაზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გაცემაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, ხოლო ინფორმაციის საქპატენტის ვებგვერდზე დროულად განთავსებაზე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო (შემდგომში - საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო). 5. საქპატენტი უზრუნველყოფს პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს, პერიოდულობას და განახლებას. ინფორმაციის განახლებისას მიეთითება განახლების თარიღი. 6. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს საქპატენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 7. საქპატენტის ვებგვერდზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს ისეთი ფორმით, რომ მისი ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. 8. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, ვალდებულნი არიან ამ წესის დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს მიაწოდონ ნუსხით გათვალისწინებული ინფორმაცია. მუხლი 3🔗. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა საქპატენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:  ა) ზოგადი  ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ: ა.ა) საქპატენტის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ა.ბ) საქპატენტის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (განახლებადი ცვლილების შემთხვევში); ა.გ) საქპატენტის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში (ქვეყნდება ყოველწლიურად); ა.დ) საქპატენტის მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები; (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ა.ე) საქპატენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ა.ვ) საქპატენტის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი,  ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ბ) საჯარო ინფორმაციის გვერდი: ბ.ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის/პირების სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ბ.ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშრებული სამართლებრივი აქტები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ბ.გ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;  (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); გ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ: გ.ა) საქპატენტში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრებს წესი და პროცედურა; (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); გ.ბ) ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს საქპატენტში კონკურსის ჩატარების წესებს; (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); გ.გ) საქპატენტის დასაქმებულ პირთა ოდენობა და გენდერული შემადგენლობა (ქვეყნდება კვარტალურად); დ) ინფორმაცია საქპატენტის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ: დ.ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება კვარტალურად); დ.ბ) საქპატენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად); დ.გ) ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად); დ.დ) რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები (ქვეყნდება კვარტალურად). ე) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ: ე.ა) საქპატენტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები (ქვეყნდება კვარტალურად); ე.ბ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით) (ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად); ე.გ) ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) (ქვეყნდება კვარტალურად); ე.დ) საქპატენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.ე) ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.ზ) საქპატენტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.თ) ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.ი) უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ საქპატენტისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.კ) ინფორმაცია საქპატენტის მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.ლ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან საქპატენტისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად); ე.მ) სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ (ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში). ვ) სამართლებრივი აქტები: ვ.ა)  ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული საქპატენტის საქმიანობასთან (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში); ვ.ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, საქპატენტის შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში); ზ) სხვა საჯარო ინფორმაცია: ზ.ა) საქპატენტის სერვისების შესახებ ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ზ.ბ) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება საქპატენტის მიერ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში). შენიშვნა: 1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ. დანართი №2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი 1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - „საქპატენტში“ (შემდგომში - საქპატენტი) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს საქპატენტში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. 2. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 3. დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საჯარო ინფორმაცია გაიცემა განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 4. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, საქპატენტი იტოვებს უფლებას პირის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა. 5. სტანდარტის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში კომპაქტურ დისკზე ჩაწერისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა. 6. დაინტერესებულმა პირმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღების მიზნით, საქპატენტში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება შესაბამისი მოთხოვნით ან/და გააგზავნოს საქპატენტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (info@sakpatenti.org.ge). 7. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საკონტაქტო ტელეფონს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს; გ) მოთხოვნას. 8. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადება (შემოსული წერილობით ან საქპატენტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე) რეგისტრირდება საქპატენტში. 9. შემოსული განცხადება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნის თაობაზე, რეგისტრაციისთანავე ეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს, რომლთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.