„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 14.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №145
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016930
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/04/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.04.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №145
2014 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2014 წლის 17 მარტს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2🔗. საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
1. აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ.
2. შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ.
მუხლი 3🔗. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი