,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№200-ს
სარეგისტრაციო კოდი
010190030.51.060.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

რეგლამენტი

 

 

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები: 

1. რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა უმაღლესი საბჭოს მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ინფორმაციის მეღებიდან ათი დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.

2. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია აღნიშნული ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს დოკუმენტურ მასალას, ჩამოართმევს მას ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

3. თუ უმაღლესი საბჭოს წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია აღნიშნული ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

4. თუ უმაღლესი საბჭოს წევრთა მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ წარუდგენს დასკვნას უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

5. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია 15 დღის ვადაში ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

6. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია გამოითხოვს ცნობას უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შესახებ და ცნობის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია აღნიშნულ ინფორმაციას მოახსენებს უმაღლეს საბჭოს მის უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იგი ფორმდება პლანარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.

8. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის, მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში (თუ მთავრობის წევრად წარდგენილია უმაღლესი საბჭოს წევრი), უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცებისას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

9. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, რომელიც ამზადებს დასკვნას და წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს განხილვისათვის. უმაღლესი საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს რეგლამენტით დადგენილი წესით.

10. ამ მუხლის პირველი, მე-2-მე-4 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უმაღლესი საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს უმაღლესი საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. დაუშვებელია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.“.

2. რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოებიდან წარმოდგენილ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.“.

3. რეგლამენტის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს კომისიებია:

ა) აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისია;

ბ) საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია;

გ) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია;

დ) საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივ საკითხთა კომისია.“.

4. რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში. კომისიებში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

8. თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.“.

5. რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისთვის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს იურიდიულ და საკადრო საკითხთა კომისიის მეშვეობით მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. თუ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი პირველსავე სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ითვლება იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიისთვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომას.“.

4. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 5-ზე ნაკლები უმაღლესი საბჭოს წევრი მას შეუჩერდება უფლებამოსილება, ხოლო თუ იგი არ შეივსო ერთი თვის ვადაში ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რასაც იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია აცნობებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.“.

6. რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის მეშვეობით წერილობით ატყობინებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.“.

7. რეგლამენტის 45-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის მეშვეობით.

3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის მეშვეობით.

4. ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიასა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.“.

8. რეგლამენტის 56-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს, უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების უფროსებს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს;“.

9. რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია 7 დღის ვადაში ამოწმებს უმაღლესი საბჭოს წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.“.

10. რეგლამენტის 84-ე მუხლის პირველი, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ადგენს კენჭისყრის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადება კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების შესახებ დაუყოვნებლივ წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ წარუდგენს უმაღლეს საბჭოს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციანი ჯგუფის, ფრაქციის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაბამის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციან ჯგუფს, ფრაქციას იმავე დღეს უფლება არა აქვთ მოითხოვონ სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.

7. კენჭისყრების მიმდინარეობისას რეგისტრაციის მონაცემთა ცვლილების შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს წევრის მოთხოვნის საფუძველზე, რეგისტრაციის მონაცემთა ცვლილების შესახებ ინფორმაციას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია.

9. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ხმის მისაცემი ბარათის აღებასა და ჩაბარებას აღრიცხავს უმაღლესი საბჭოს აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი. ხმის მისაცემი ბარათის სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია და იწვევს პასუხისმგებლობას ამ რეგლამენტის შესაბამისად. ხმის მისაცემი ბარათის დაკარგვის შესახებ უმაღლესი საბჭოს წევრი დაუყოვნებლივ აცნობებს უმაღლესი საბჭოს აპარატს“.

11. რეგლამენტის 91-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პრეზიდიუმის სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დასკვნა.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტი დასკვნას აკეთებს შემდეგ საკითხთან დაკავშირებით:

ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;

გ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტებისა და სავალდებულო ცვლილებების ან/და დამატებების პროექტის ნუსხა.“.

12. რეგლამენტის 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს უმაღლეს საბჭოში განსახილველად შეტანილი კანონპროექტების აღრიცხვას, აკონტროლებს მათი განხილვის მდგომარეობას საკანონმდებლო პროცესის განხორციელების სტადიების მიხედვით და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყოველკვარტალურად წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმსა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას.

2. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია განიხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას. იგი უფლებამოსილია კანონპროექტის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია განხილვის შედეგებს სისტემატურად მოახსენებს უმაღლეს საბჭოს.“.

13. რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნა, წარმოდგენილი კანონპროექტი და ამომრჩეველთა ხელმოწერები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.“.

14. რეგლამენტის 156-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. კომისია ყოველთვიურად ადგენს კომისიის სხდომების გამცდენი უმაღლესი საბჭოს წევრების სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და თარიღის მითითებით. კომისიის სხდომების გამცდენი უმაღლესი საბჭოს წევრების სია გადაეცემა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ რეაგირებისათვის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.“.

15. რეგლამენტის 158-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყოველ ასეთ შემთხვევაში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე აყენებს საკითხს სათანადო რეაგირებისათვის.“.

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეელგუჯა გვაზავა

 

 

23 აპრილი 2014 წ.

ქ. თბილისი

N200-ს