„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2014 წლის 23 აპრილი ქ. თელავი |
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა.ა. საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილებას;
ა.ბ. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებას;
ა.გ. სოციალურ საკითხთა განყოფილებას;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც მოიცავს:
ბ.ა. საბიუჯეტო-საგეგმო განყოფილებას;
ბ.ბ. ადგილობრივი ფინანსების მართვისა და ხაზინის განყოფილებას;
ბ.გ. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას;
ბ.დ. მატერიალურ - ტექნიკური მომსახურების განყოფილებას.
ბ.ე. ადგილობრივი შესყიდვების განყოფილებას.
გ) კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც მოიცავს:
გ.ა. კულტურის განყოფილებას;
გ.ბ. განათლების განყოფილებას.
გ.გ. ძეგლთა დაცვის განყოფილებას;
დ) ქონების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს:
დ.ა. ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა - პატრონობის განყოფილებას;
დ.ბ. ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებას
ე) იურიდიული სამსახური;
ვ) ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური;
ზ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
თ) ზედამხედველობის სამსახური;
ი) შიდა აუდიტის სამსახური;
კ) ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;
ლ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
მ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
|